განათლების საერთაშორისო სამიტი

განათლების საერთაშორისო სამიტი 

 ჩატარების თარიღი : 18.11.2023                                                                                                             თემა : ,,რეფორმები და გამოწვევები საერთაშორისო განათლების მიმართულებით          ორგანიზატორი/ორგანიზაცია: საგანმანათლებლო ორგანიზაცია Key Consulting     

მე დავესწარი კონფერენციას მსმენელის როლში .      

კონფერენციის მიზანი  :  ქართველი და უცხოელი პედაგოგების საინოვაციო მეთოდებისა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარება. მასწავლებელთა პროფესიული და პედაგოგიურ – პრაქტიკული კვლევის უნარ-ჩვევების განვითარება.

კონფერენციის საკითხები :

  • სწავლების ინოვაციური მეთოდები

  • - პედაგოგის გამოწვევები და განვითარების შესაძლებლობები

  • - არასასკოლო აქტივობების როლი სასკოლო ცხოვრებაში

  • - სკოლებში პროფესიონალური განათლების დანერგვის პროექტის განხილვა 

სამიტში მონაწილეობას მიიღებენ ქართული საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელები და ექსპერტები:

  • ლიკა ოხანაშვილი - ქი ქონსალთინგის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, გლობალური განათლების საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი, ახალგაზრდა ლიდერთა სკოლის დამფუძნებელი და დირექტორი.

  • შალალა მამადლი - MIE ექსპერტი, ორგანიზაცია IUI-ს  დირექტორი აზერბაიჯანში. ტრენერი.

  • არიფა რასულოვა - ტრენერი,  კვლევისა და განვითარების სპეციალისტი., მასწავლებელი აზერბაიჯანიდან. 2002-2003 წელს დაჯილდოებულია USA Awards (ACCELs)  „განათლებაში უმაღლესი მიღწევისთვის“

  • თაი სიბოშვილი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის კოლეჯების კოორდინაციის სამმართველოს წარმომადგენელი. გადაცემა „პროფესიული განათლების ნავიგატორი“ - ავტორი და წამყვანი „DVV International” - მასტერ ტრენერი

  • ნანა ბურძენიძე -  USAID  -ის საბაზისო განათლების პროგრამის ტრენერი / ქოუჩი, დაწყებითი  საფეხურის საგნობრივი ექსპერტი (ქართული ენა და ლიტერატურა)

  • მაია ჩიხლაძე - საზოგადოებრივი კოლეჯი „პანაცეა,“ დამფუძნებელი და დირექტორის მოადგილე, ტრენინგ ცენტრის ხელმძღვანელი, საქართველოს კერძო კოლეჯების  ასოციაციის დამფუძნებელი.

  • ლიკა ხარებავა - ბიზნესის, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა  სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში.

  • ანა ანუშიძე - ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საგნობრივი ექსპერტი. ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი.

  • ნატა ბიჭიკაშვილი - ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის საბუნებისმეტყველო დეპარტამენტის ხელმძღვანელი

  • კახაბერ ჩაკვეტაძე ისტორიის მენტორი მასწავლებელი,მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებული



რა მომცა ამ კონფერენციამ : გავეცანი  სიახლეებს , რომლებსაც  აუცილებლად გამოვიყენებ პრაქტიკაში 

რას გამოვიყენებ პრაქტიკაში : სწავლების ინოვაციურ მეთოდებს :

  • არიფა რასულოვას მიერ გაზიარებულ გამოცდილებას ტესტების საშუალებით მოსწავლეების ცოდნისა და უნარების შემოწმებასთან დაკავშირებით 

  • კახაბერ ჩაკვეტაძის მიერ გაზიარებულ მეთოდებს ისტორიის სწავლებასთან დაკავშირებით 

  • მაია ჩიხლაძის არაფორმალური განათლების საინტერესო  აქტივობებსა და იდეებს 

კონფერენციამ მომცა საშუალება გავცნობოდი წარმატებული, საოცრად შრომისმოყვარე და მოტივირებული პედაგოგის საქმიანობას , მათ მიგნებებს მეთოდიკაში და  კვლევით საქმიანობაში . ბევრი იდეა და სტრატეგია ჩავინიშნე და აუცილებლად გამოვიყენებ ჩემ პრაქტიკაში , რომ საგაკვეთილო პროცესი უფრო სახალისო და ნაყოფიერი გავხადო .

განათლების სამინისტორს წარმომადგენლებმა ამომწურავად ისაუბრეს მოსალოდნელ ცვლილებებთან პროფესიონალურ სწავლასთან დაკავშირებით , ხოლო საქართველოს მასშტაბით პოპულარულმა და წარმატებულმა პროფ.სასწავლებლების ხელმძღვანელებმა გაგვიზიარეს ის გამოცდილება , რომელიც უკვე შეიძინეს და სამომავლო პერსპექტივები ჩვენი მოსწავლეებისთვის. 

კონფერენციაზე დასწრებამ დადებითად იმოქმედა ჩემ თვითშეფასებაზეც .მოტივირებული,  უამრავი საინტერესო იდეით ვუბრუნდები სასწავლო რუტინას . 

სკოლაში დაბრუნებისას აუცილებლად გავუზიარებ ახლადშეძენილ ცოდნას ჩემ კოლეგებს და ვეცდები შტაგონების  დადებითი მუხტი , რომელიც წამოვიღე კონფერენციიდან , მათაც გადავდო , რომ  ჩვენი ყოვედღიური რუტინა ახალი იდეებით , აქტივობებით , ღონისძიებებით გავამრავალფეროვნოთ. 




ეკო-ცენტრის ინიციატივით გამართული კინოჩვენება

ეკოლოგიურ პრობლემებთან ჭიდილში ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ რუსთავში არსებულ ,,ეკო ცენტრთან", რომლის წევრები ხშირად ჩვენ მოსწავლეებს განსხვავებულ და ძალიან საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ . 

2023 წლის 29 სექტემბერს ეკო ცენტრმა დააანონსა დოკუმენტალური ფილმის Taking Root: The vision of Wangari Maathai (ფილმის ლინკი) საჯარო ჩვენება , რომელიც მოგვითხრობდა კენიელი გარემოსდამცველი ქალის - უანგარი მაატჰაის შესახებ

მაატჰაიმ დააარსა “მწვანე სარტყლის მოძრაობა”, რომელმაც გლობალურ გარემოსდაცვით მოძრაობაზე ისტორიული მნიშვნელობის გავლენა მოახდინა

ამ მოძრაობის საფუძველი ხეების დარგვის კამპანია გახდა, სწორედ ამ აქტივობაში ხედავდა მაატჰაი გამოსავალს სიღარიბიდან და გარემოს დეგრადაციიდან . მაატჰაი გარემოს დაცვასთან ერთად ქალთა უფლებების გაძლიერებისთვისაც იბრძოდა, რისთვისაც ნობელის პრემიაც მოიპოვა

კონო ჩვენებას დასწრნენ ჩვენი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები : მ.ზაქარეიშვილი, მ.მამულაშვილი, თ.ვაზაგაევი, ნ.გოგიძე , ნ.კაპანაძე.

შეხვედრის დასასრულს დამსწრე საზოგადოებამ საინტერესო დისკუსია გამართა .

საინტერესო აქტივობა ,,დათას ეზოს" ინიციატივით

  მოგეხსენებათ მეორე წელია ჩვენი სკოლა აქტიურად თანამშრომლობს ,,დათას ეზოსთან" მეტის გაგება ამ სამაგალითო გუნდის შესახებ შეგიძლიათ ამ ლინკზე (ნარჩენების მართვის კუთხით)

2023 წლის 29 სექტემბერს ,,დათას ეზოს" ფეისბუკ გვერდზე დაანონსთა საინტერესო ღონისძიება: დოკუმენტალური ფილმის ,,Letters for Max" საჯარო ჩვენება .ფილმის ნახვა შეგიძლიათ ამ ლინკზე

დოკუმენტური ფილმი "წერილები მაქსს" აგებულია ფრანგი კინორეჟისორის ერიკ ბოდლერის და აფხაზეთის არაღიარებული რესპუბლიკის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის მაქსიმ ღვინჯიას წერილობით კორესპოდენციაზე. ის მოიცავს 74 წერილს, რომელიც საფუძვლად დაედო სცენარს.

გამორჩეული ვიდეო ესსე აღწერს ორი ადამიანის მეგობრობის განვითარებას, დაგვაფიქრებს ადგილის გარშემო ისტორიული ნარატივის შექმნის სირთულეზე, ნაციონალობის განცდასა და ტერიტორიაზე ფიზიკური და მორალური ნავიგაციის ფორმებზე.

მე-11ა და მე-11ბ კლასის მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი დასწრებოდნენ ჩვენებას , დიდი სიამოვნებით დავთანხმდი ბავშვებს და მათთან ერთად დავესწარი ჩვენებას . 
ფილმის დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია , რომელშიც მოსწავლეებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს . 

2022-2023 სასწავლო წლის სასიამოვნო შედეგი

 2023 წლის 31 ივლისს მომენიჭა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი !

სპმთპ-ის ეროვნული კონფერენცია,,დანიური სწავლების მეთოდოლოგიების დანერგვა საქართველოში და მიღწეული შედეგების გაზიარება”

 2023 წლის 1 ივლისს გაიმართა  სპმთპ-ის ეროვნული კონფერენცია,,დანიური სწავლების მეთოდოლოგიების დანერგვა საქართველოში და მიღწეული შედეგების გაზიარება”.ამ კომფერენციაზე, მსმენელის რანგში დასწრება შევძელი სკოლის პროფკავშირის თავჯდომარის -ბელა კუჭუხიძის შუამდგომლობით , რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი ბელას ! ბევრი საინტერესო ინფორმაცია გავიგე სწავლა-სწავლების ახალი მეთოდებისა და აქტივობების შესახებ , რომლებსაც აუცილებლად გავუზიარებ ჩემ კოლეგებს ახალ 2023-2024 სასწ.წ დასაწყისში და ვეცდები კათედრის წევრებთან ერთად დავნერგოთ ისინი ჩვენ საგაკვეთილო პროცესში .


განსაკუთრებით მომეწონა: 
,,ტარსიას” ფაზლები, როგორც სასწავლო რესურსი" (მომხს.ჯაბა ლაბაძე, სსიპ ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N 2 საჯარო სკოლის მენტორი მასწავლებელი და ანა ანუშიძე, სსიპ ქ. ბათუმის N2 საჯარო სკოლისა და ქ. ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის წამყვანი მასწავლებელი.) 

და თემატური ბარათები - სწავლების ეფექტური ინსტრუმენტი - (მომხს.ნათია გაბროშვილი, სსიპ ზაზა ბირთველიშვილის სახელობის ქალაქ გორის N7 საჯარო სკოლის წამყვანი მასწავლებელი, სპმთპ-ის გორის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე) 



USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა

 

                  საკლასო პროექტები                                    სასკოლო-სამოქალაქო კლუბი

2023 წლის ივნისის  პირველ ნახევარში ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის ცნობილი გახდა , რომ USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია სთავაზობს  ონლაინ კურსებს, რომლებიც სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს სამოქალაქო განათლების მიმართულებით სხვადასხვა კომპეტენციის განვითარებას უწყობს ხელს. 

ამ პროექტის ფარგველბში შექმნილი USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა  მიზნად ისახავს სამოქალაქო განათლების მიმართულებით  თანამედროვე, ინტერაქტიული, გრაფიკული და მედია შინაარსით გამდიდრებული ონლაინკურსების შექმნას უკვე აპრობირებული სასწავლო მასალებისა და მიდგომების საფუძველზე. ამ კურსების ფორმატი და ხელმისაწვდომობასაშუალებას იძლევა სამოქალაქო განათლების მიმართულებით სწავლებისას გამოყენებული მასლაები და დაგროვილი გამოცდილება დაინტერესებულ პირთა გაცილებით ფართო წრისათვის გახდეს ხელმისაწვდომი.

 მე დავრეგისტრირდი სამოქალაქო განათლების რესურსების საიტზე და  დიდი ინტერესით შევუდექი მითითებული ინფორმაციის გაცნობას და სახალისო დავალებების შესრულებას . დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამ პროგრამის შექმნაზე მომუშავე თვითოეულ წევრს ! 

თეორიული მასალა მოკლედ, კონკრეტულად და მაქსიმალურად გასაგებად არის ჩამოყალიბებული . შემეცნებითი ვიდეო და დამატებითი ინფორმაცია მსმენელს ეხმარება უკეთ გაიაზროს მასალა და დაგეგმოს თავისი იდეის განხორციელებისთვის საჭირო კონკრეტული ქმედებები . 

დავალებები ერთი შეხედვით სახალისოა , მაგრამ ამავე დროს შექმნილი ფორმატი გაიძულებს სწორი პასუხის ძებნაში გიწევს შრომა და სერიოზული ანალიზი , დაკვირვება. . 





.

შეხვედრა ბ-ნ ზაურ მურვანიძესთან

 2022-2023 სასწავლო წლის 1 ივნისს სსიპ ქალაქ რუსთავის N20 საჯარო სკოლაში პროექტ ,,ტრანზიციაში დაკარგულები-ცვლილებების ახალი პერსპექტივები“ ფარგლებში ჩატარდა შეხვედრა ბატონ ზაურ მურვანიძესთან (80-იან წლებში პოპულარული ჯგუფის ,,ჯორჯია") შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა .


ვიზიტი ამერიკულ აკადემიაში

 29.03.2023 წელს მე9ბ და მე10ბ კლასის მოსწავლეებთან ერთად (დ.ბიჭაშვილი,გ.კობერიძე, ლ.მახათაძე, რ.მიქაძე ,ა.დრიაევი,მ.მერაბიშვილი,ა.მიქაძე, ნ.გოგიძე) ვესტუმრეთ ამერიკულ აკადემიას , სადაც ღია კარის დღის ფარგლებში დავესწარით ქართულის, ინგლისურის, მათემატიკისა და ისტორიის გაკვეთილებს , გავესაუბრეთ სკოლის თვითმმართველების წარმომადგენლებს , ბევრი ვიმსჯელეთ რისი შეცვლა შეგვიძლია ჩვენ სასკოლო გარემოში და რა მიზნები უნდა დავისახოთ, რომ ჩვენი ყოველდღიურობა ხარისხობრივად გავაუმჯობესოთ. საინტერესოა , რომ მოსწავლეების ყურადღება მეტად მიიქცია განსხვავებულმა  საგაკვეთილო აქტივობებმა ვიდრე სკოლაში არსებულმა მაღალი დონის  მატერიალირმა ბაზამ . დიდი მადლობა ბ-ნ სიმონ ჯანაშიას ამ ღონისძიების დაგეგმვისთვის და განხორციელებისთვის 











ახალი საინტერესო , მოსწავლეების მიერ შექმნილი რესურსი


,,თანამედროვე გამოწვევები სწავლების  პროცესში " კონფერენციის ვიზიტით გაღვიებულმა მოტივაციამ შედეგად გამოიღო ახალი აქტივობების შეთავაზება- განხორციელება მე10 კლასელებთან ერთად. 

ისტორიული წყაროების განხილვის დროს შევთავაზე მოსწავლეებს ,,გაეცოცხლებინათ" ისტორიული პერსონაჟები და მომხდარი მოვლენები მოეყოლათ პირველ პირში, მაგრამ  ეცადათ მაქსიმალურად გამოეყენებინათ ისტორიული ვიზუალიზაცია . 

ცნება : წყარო, ისტორიული ინტერპრეტაცია , კვლევა 

შედეგის ინდექსი: ისტ.საბ.6, ისტ.საბ.8 

იდეა უმრავლესობას მოეწონა , მაგრამ განახორციელა მხოლოდ რამდენიმემ . თავისი პასიურობა მოსწავლეების ნაწილმა ახსნეს მსახიობური უნარის არქონით  , ნაწილმა- ტექნიკური პრობლემებით. საინტერესოა , რომ თანაკლასელების მიერ დამზადებულმა ვიდეოებმა დიდი მოწონება დაიმსახურა და გაჟღერდა კონსტრუქციული კრიტიკა . 

მომავალში გავაგრძელებ მსგავსი აქტივობების დანერგვას , დარწმუნებული ვარ მოსწავლეების უმრავლესობა აქტიურად ჩაერთვება ამ პროცესში და საინტერესო მიგნენბებსაც ექნება ადგილი .  

ვიდეოს შექმნისთვის გამოვიყენეთ აპი reface

ვიდეოს ავტორი : ელენე კაკალაშვილი (10აკლ) 

ვიდეოს ავტორი : ალექსანდრე ენდელაძე (10ბ კლასი) . ალექსანდრეს მიგნება იყო ის  , რომ ზემოდ მითითებული აპის უაფასო ვერსია მხოლოდ 10 წამის ხანგრძლივობისაა და წყაროს სრული ვერსიის ჩაწერა შეუძლებელი ხდებოდა . ამიტომ ალექსანდრემ 10 წამიანი ვიდეოები ,,გადააბა " MOVIE MAKER -ის პროგრამის გამოყენებით და შემდეგ სრული ტექსტის ხმოვანი ვერსია ჩაწერა . 

საინტერესოა , რომ მისი ვიდეოს განხილვის დროს თანაკლასელებს გაუჩნდა იდეა MOVIE MAKER-ით სხვა ეფექტების გამოყენებაზე , რომ პერსონაჟის  ,,გაცოცხლება"  უფრო ეფექტური და დინამიური გამხდარიყო . 

კონფერენცია ,,თანამედროვე გამოწვევები სწავლების პროცესში"

 თემა : ,,თანამედროვე გამოწვევები სწავლების პროცესში" 

კონფერენციის ორგანიზატორი/ორგანიზაცია: საგანმანათლებლო ორგანიზაცია Key Consulting

კონფერენციის ჩატარების თარიღი : 12.03.2023

მე დავესწარი კონფერენციას მსმენელის როლში .

კონფერენციის მიზანი : საგაკვეთილო პროცესის წარმართვა ევროპული მეთოდებით, მოტივაცია და მისი შექმნა, რთული ქცევის მართვა მოსწავლეებში და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება კოლეგებისთვის .

კონფერენციის საკითხები :

  • სწავლების ინოვაციური მეთოდები
  • - პედაგოგის გამოწვევები და განვითარების შესაძლებლობები
  • - რთული ქცევის მართვა საგაკვეთილო პროცესში
  • - არასასკოლო აქტივობების როლი სასკოლო ცხოვრებაში
  • - სკოლა ბულინგის წინააღმდეგ
რა მომცა ამ კონფერენციამ : გავეცანი  სიახლეებს , რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ პრაქტიკაში 
რას გამოვიყენებ პრაქტიკაში : სწავლების ინოვაციურ მეთოდებს :
  • VAKE მეთოდს (კეისებით სწავლება) 
  • არასაგაკვეთილო აქტივობებს 
  • ,,სწავლა თამაშით" მეთოდებს:  ,,ანბანის მცველები" (ისტორიასთან ინტეგრირებით) , ,,იდუმალი ყუთი" , ,,ვინ ვარ მე" , ,,კარიკატურა " ,,მოზაიკა" , ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა მარტივ პროგრამას 

კონფერენციამ მომცა საშუალება გავცნობოდი 15 წარმატებული, საოცრად შრომისმოყვარე და მოტივირებული პედაგოგის საქმიანობას , მათ მიგნებებს მეთოდიკაში და  კვლევით საქმიანობაში . ბევრი იდეა და სტრატეგია ჩავინიშნე და აუცილებლად გამოვიყენებ ჩემ პრაქტიკაში , რომ საგაკვეთილო პროცესი უფრო სახალისო და ნაყოფიერი გავხადო .

კონფერენციაზე დასწრებამ დადებითად იმოქმედა ჩემ თვითშეფასებაზეც . მტკიცედ გადავწყვიტე წელს მივიღო მონაწილეობა რეგიონალურ კონფერენციაში და გავაცნო კოლეგებს  ელექტრონული რესურსების შექმნის ჩემი გამოცდილება.

სკოლაში დაბრუნებისას აუცილებლად გავუზიარებ ახლადშეძენილ ცოდნას ჩემ კოლეგებს და ვეცდები შტაგონების  დადებითი მუხტი , რომელიც წამოვიღე კონფერენციიდან , მათაც გადავდო , რომ  ჩვენი ყოვედღიური რუტინა ახალი იდეებით , აქტივობებით , ღონისძიებებით გავამრავალფეროვნოთ. 





ტრანზიციაში დაკარგული ცვლილებების ახალი პერსპექტივები

 2023 წლის მარტში ქალაქ რუსთავში სიქამ , გერმანელ პარტნიორთან ორგანიზაცია DRA-სთან და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიასთან ერთად  დაიწყო პროექტი ,,ტრანზიციაში დაკარგულები - ცვლილებების ახალი პერსპექტივა ". პროექტის განმავლობაში მოსწავლეები გაეცნობიან საქართველოს საბჭოთა სისტემის დასრულების შემდეგ დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობის სირთულეებს , შეხვდებიან და მოუსმენენ ამ პერიოდის თვითმხილველებს , თავად მოიპოვებენ ინფორმაციას გარდამავალი პერიოდის სირთულეების შესახებ. პროექტის ფარგლებში ასევე არის შესაძლებელი გავეცნოთ სხვადასხვა ქვეყნის გარდამავალი პერიოდის გამოცდილებაც. 
9-10 მარტს სიქას ორგანიზებით ამ პროექტის დაინტერესებული ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის ჩატარდა ტრენინგი , რომლის მონაწილე მეც ვიყავი. 
ტრენინგის ფარგლებში  ჩვენ გავაანალიზეთ ტერმინი ,,ტრანზიციის" არსი და ვისაუბრეთ ამ პროცესის შესწავლის მნიშვნელობაზე ; გავეცანით თემატურ მასალას და ვიდეო რესურს , რომელიც საგანგებოდ შეიქმნა ამ პროექტისთვის ; განვიხილეთ პროექტით სწავლების არსებული ნიმუშები და დავგეგმეთ ჩვენი მოსწავლეებისთვის საინტერესო აქტივობები . 
ტრენინგის ორივე დღე ინფორმაციულად და ემოციურად დატვირთული იყო , ქ-ნმა ინგა პაიჭაძემ და ქ-ნმა ცირა თავშავაძემ შექმნეს საოცრად პოზიტიური , აქრიური და თანამშრომლობითი გარემო , რამაც ხელი შეუწყო იდეების გენერირებას და მოტივაციის გაღრმავებას . 
დარწმუნებული ვარ მონაწილეობა ამ პროექტში დაეხმარება ჩემ მოსწავლეებს ისტორიული ცოდნის გაღრმავებაში , კრიტიკული აზროვნების  და ტოლერანტობის  ჩამოყალიბებაში . 


ჰარკნესის მეთოდი - დისკუსიაზე დაფუძნებული სწავლება

 2023 წლის 11 თებერვლას The Guivy Zaldastanishvili American Academy-ში ჩატარდა ვორქშოპი : ჰარკნესის მეთოდი - დისკუსიაზე დაფუძნებული სწავლება . შეხვედრის მიზანი იყო ამერიკული აკადემიის პედაგოგების მდიდარი გამოცდილების გაზიარება დემოკრატიული მართვისა და სწავლებაში დემოკრატიული პრინციპების დანერგვის თვალსაზრისით . ვორქშოპის ფასილიტატორები იყვნენ : ქ-ნი ქეთევან თოფაძე და ბ-ნი სიმონ ჯანაშია .