ისტორიის ოლიმპიადა

2014 წლის  თებერვალში   საქართველოს უნივერსიტეტმა , არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ახალგაზრდა დიპლომატთა ლიგის’’ ორგანიზებით, დაგეგმა  ჩაეტარებინა ისტორიის ოლიმპიადა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ  საქართველოს საჯარო და კერძო სკოლის მე-12-ე კლასის მოსწავლეები.

ჩემმა ძალიან აქტიურმა და მიზანდასახულმა მოსწავლემ -ანა სანაიამ, რომელიც ჯერ კიდევ 11 კლასის მოსწავლეა  გადაწყვიტა მონაწილეობა მიეღო ამ ოლიმპიადაში . ჩვენ 3 კვირის განმავლობაში საგულდაგულოდ ვემზადებოდით და 15 თებერვალს გამოვცხადდით ზემოთაღნიშნულ ოლიმპიადაზე. 
ოლიმპიადის დაწყებამდე მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ დიპლომატთა ლიგის საქმიანობას, საქართველოს უნივერსიტეტის სტრუქტურასა და პროგრამებს. (პრეზენტატორი : ბესიკ ექსოულიძე. )
მოსწავლეებმა ტესტზე იმუშავეს 2 საათი .
ტესტი შედგებოდა 6 დავალებისგან :
1.დახურული კითხვები (10ქ)
2.დეფინიცია (5ქ)
3.ვინ ვარ მე (5ქ)
4.დაალაგე ქრონოლოგიურად (5ქ)
5.ტექსტის გასწორება (10 ქულა)
6.სურათების ამოცნობა (5ქ)
ტესტის სწორი პასუხები 15 თებერვლის საღამოსვე დაიდო . საბოლოო შეფასებას ელექტრონული ფოსტით შეგვატყობინებენ 2-3 დღეში. 

რელიგიის სწავლება სკოლებში - ევროპული გამოცდილება და საქართველო

2014 წლის  10 თებერვალს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში წარიმართა მოძრაობა ,,დავითიანნის" მიერ  ორგანიზებული შეხვედრა თემაზე : რელიგიის სწავლება სკოლებში - ევროპული გამოცდილება და საქართველო . შეხვედრა მიზნად ისახავდა , ნათლად წარმოეჩინა სკოლებსა და სასკოლო ასაკის ბავშვებში რელიგიის სწავლების აუცილებლობა .
შეხვედრა გახსნა გიორგი მიქაძემ (ახალგაზრდული მოძრაობის ,,დავითიანნის" ერთერთმა დამფუძნებელმა) , რომელმაც ისაუბრა ღონისძიების  მიზნებზე და წარმოადგინა მომხსენებლები.

პირველი მომხსენებელი იყო ლევან ბუკია (ისტორიის და თეოლოგიის მაგისტრი) . მან ისაუბრა რელიგიის სწავლების საჭიროებაზე საჯარო სკოლებში და განიხილა სწავლების მისაღები ფორმები .
საუბარში ჩაერთო რუსთავისა და მარნეულის ეპარქიის  მთავარეპისკოპოსი იოანე , რომელმაც აღწერა რელიგიის სწავლების  თანამედროვე  სიტუაცია , ყურადღება გაამახვილა პრობლემებზე და გამოთქვა მოსაზრება მათი მოგვარების შესახებ. 
შემდეგმა მომხსენებელმა ქ-ნმა ნინო ფიცხელაურმა (ივ.ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უცხო ენათა ლექტორი) წარმოადგინა კვლევა ,,რელიგიის სწავლება და ევროპული გამოცდილება". ქ-ნ ნინომ  ყურადღება გაამახვილა გერმანიის განათლების სისტემაზე და ხაზი გაუსვა რომ საქართველოს შეუძლია გაითვალისწინოს და გაიზიაროს გერმანელი კოლეგების გამოცდილება რელიგიის სწავლების საკითხში .
 შეხვედრის დასასრულს მიხეილ დუნდუამ თავისი მოხსენებით შეაჯამა საქართველოში არსებული დღევანდელი გამოწვევები რელიგიის სწავლებასთან დაკავშირებით და პარალელი გაავლო ამ საგნის სწავლების მსოფლიო პრაქტიკასთან.
ბ-ნი მიხეილის გამოსვლის შემდეგ  გაიმართა დისკუსია. ჩვენ გულახდილად ვისაუბრეთ   არსებულ პრობლემებზე. 

 დისკუსიის დასასრულს კონფერენციის წევრებმა შეიმუშავეს სამოქმედო გეგმა არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით .