საინტერესო აქტივობა ,,დათას ეზოს" ინიციატივით

  მოგეხსენებათ მეორე წელია ჩვენი სკოლა აქტიურად თანამშრომლობს ,,დათას ეზოსთან" მეტის გაგება ამ სამაგალითო გუნდის შესახებ შეგიძლიათ ამ ლინკზე (ნარჩენების მართვის კუთხით)

2023 წლის 29 სექტემბერს ,,დათას ეზოს" ფეისბუკ გვერდზე დაანონსთა საინტერესო ღონისძიება: დოკუმენტალური ფილმის ,,Letters for Max" საჯარო ჩვენება .ფილმის ნახვა შეგიძლიათ ამ ლინკზე

დოკუმენტური ფილმი "წერილები მაქსს" აგებულია ფრანგი კინორეჟისორის ერიკ ბოდლერის და აფხაზეთის არაღიარებული რესპუბლიკის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის მაქსიმ ღვინჯიას წერილობით კორესპოდენციაზე. ის მოიცავს 74 წერილს, რომელიც საფუძვლად დაედო სცენარს.

გამორჩეული ვიდეო ესსე აღწერს ორი ადამიანის მეგობრობის განვითარებას, დაგვაფიქრებს ადგილის გარშემო ისტორიული ნარატივის შექმნის სირთულეზე, ნაციონალობის განცდასა და ტერიტორიაზე ფიზიკური და მორალური ნავიგაციის ფორმებზე.

მე-11ა და მე-11ბ კლასის მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი დასწრებოდნენ ჩვენებას , დიდი სიამოვნებით დავთანხმდი ბავშვებს და მათთან ერთად დავესწარი ჩვენებას . 
ფილმის დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია , რომელშიც მოსწავლეებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს . 

Комментариев нет: