ეკო-ცენტრის ინიციატივით გამართული კინოჩვენება

ეკოლოგიურ პრობლემებთან ჭიდილში ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ რუსთავში არსებულ ,,ეკო ცენტრთან", რომლის წევრები ხშირად ჩვენ მოსწავლეებს განსხვავებულ და ძალიან საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ . 

2023 წლის 29 სექტემბერს ეკო ცენტრმა დააანონსა დოკუმენტალური ფილმის Taking Root: The vision of Wangari Maathai (ფილმის ლინკი) საჯარო ჩვენება , რომელიც მოგვითხრობდა კენიელი გარემოსდამცველი ქალის - უანგარი მაატჰაის შესახებ

მაატჰაიმ დააარსა “მწვანე სარტყლის მოძრაობა”, რომელმაც გლობალურ გარემოსდაცვით მოძრაობაზე ისტორიული მნიშვნელობის გავლენა მოახდინა

ამ მოძრაობის საფუძველი ხეების დარგვის კამპანია გახდა, სწორედ ამ აქტივობაში ხედავდა მაატჰაი გამოსავალს სიღარიბიდან და გარემოს დეგრადაციიდან . მაატჰაი გარემოს დაცვასთან ერთად ქალთა უფლებების გაძლიერებისთვისაც იბრძოდა, რისთვისაც ნობელის პრემიაც მოიპოვა

კონო ჩვენებას დასწრნენ ჩვენი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები : მ.ზაქარეიშვილი, მ.მამულაშვილი, თ.ვაზაგაევი, ნ.გოგიძე , ნ.კაპანაძე.

შეხვედრის დასასრულს დამსწრე საზოგადოებამ საინტერესო დისკუსია გამართა .

საინტერესო აქტივობა ,,დათას ეზოს" ინიციატივით

  მოგეხსენებათ მეორე წელია ჩვენი სკოლა აქტიურად თანამშრომლობს ,,დათას ეზოსთან" მეტის გაგება ამ სამაგალითო გუნდის შესახებ შეგიძლიათ ამ ლინკზე (ნარჩენების მართვის კუთხით)

2023 წლის 29 სექტემბერს ,,დათას ეზოს" ფეისბუკ გვერდზე დაანონსთა საინტერესო ღონისძიება: დოკუმენტალური ფილმის ,,Letters for Max" საჯარო ჩვენება .ფილმის ნახვა შეგიძლიათ ამ ლინკზე

დოკუმენტური ფილმი "წერილები მაქსს" აგებულია ფრანგი კინორეჟისორის ერიკ ბოდლერის და აფხაზეთის არაღიარებული რესპუბლიკის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის მაქსიმ ღვინჯიას წერილობით კორესპოდენციაზე. ის მოიცავს 74 წერილს, რომელიც საფუძვლად დაედო სცენარს.

გამორჩეული ვიდეო ესსე აღწერს ორი ადამიანის მეგობრობის განვითარებას, დაგვაფიქრებს ადგილის გარშემო ისტორიული ნარატივის შექმნის სირთულეზე, ნაციონალობის განცდასა და ტერიტორიაზე ფიზიკური და მორალური ნავიგაციის ფორმებზე.

მე-11ა და მე-11ბ კლასის მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი დასწრებოდნენ ჩვენებას , დიდი სიამოვნებით დავთანხმდი ბავშვებს და მათთან ერთად დავესწარი ჩვენებას . 
ფილმის დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია , რომელშიც მოსწავლეებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს .