2023 წლის მარტში ქალაქ რუსთავში სიქამ , გერმანელ პარტნიორთან ორგანიზაცია DRA-სთან და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიასთან ერთად დაიწყო პროექტი ,,ტრანზიციაში დაკარგულები - ცვლილებების ახალი პერსპექტივა ". პროექტის განმავლობაში მოსწავლეები გაეცნობიან საქართველოს საბჭოთა სისტემის დასრულების შემდეგ დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობის სირთულეებს , შეხვდებიან და მოუსმენენ ამ პერიოდის თვითმხილველებს , თავად მოიპოვებენ ინფორმაციას გარდამავალი პერიოდის სირთულეების შესახებ. პროექტის ფარგლებში ასევე არის შესაძლებელი გავეცნოთ სხვადასხვა ქვეყნის გარდამავალი პერიოდის გამოცდილებაც. 9-10 მარტს სიქას ორგანიზებით ამ პროექტის დაინტერესებული ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის ჩატარდა ტრენინგი , რომლის მონაწილე მეც ვიყავი.
ტრენინგის ფარგლებში ჩვენ გავაანალიზეთ ტერმინი ,,ტრანზიციის" არსი და ვისაუბრეთ ამ პროცესის შესწავლის მნიშვნელობაზე ; გავეცანით თემატურ მასალას და ვიდეო რესურს , რომელიც საგანგებოდ შეიქმნა ამ პროექტისთვის ; განვიხილეთ პროექტით სწავლების არსებული ნიმუშები და დავგეგმეთ ჩვენი მოსწავლეებისთვის საინტერესო აქტივობები .
ტრენინგის ორივე დღე ინფორმაციულად და ემოციურად დატვირთული იყო , ქ-ნმა ინგა პაიჭაძემ და ქ-ნმა ცირა თავშავაძემ შექმნეს საოცრად პოზიტიური , აქრიური და თანამშრომლობითი გარემო , რამაც ხელი შეუწყო იდეების გენერირებას და მოტივაციის გაღრმავებას .
დარწმუნებული ვარ მონაწილეობა ამ პროექტში დაეხმარება ჩემ მოსწავლეებს ისტორიული ცოდნის გაღრმავებაში , კრიტიკული აზროვნების და ტოლერანტობის ჩამოყალიბებაში .
Комментариев нет:
Отправить комментарий