ახალი საინტერესო , მოსწავლეების მიერ შექმნილი რესურსი


,,თანამედროვე გამოწვევები სწავლების  პროცესში " კონფერენციის ვიზიტით გაღვიებულმა მოტივაციამ შედეგად გამოიღო ახალი აქტივობების შეთავაზება- განხორციელება მე10 კლასელებთან ერთად. 

ისტორიული წყაროების განხილვის დროს შევთავაზე მოსწავლეებს ,,გაეცოცხლებინათ" ისტორიული პერსონაჟები და მომხდარი მოვლენები მოეყოლათ პირველ პირში, მაგრამ  ეცადათ მაქსიმალურად გამოეყენებინათ ისტორიული ვიზუალიზაცია . 

ცნება : წყარო, ისტორიული ინტერპრეტაცია , კვლევა 

შედეგის ინდექსი: ისტ.საბ.6, ისტ.საბ.8 

იდეა უმრავლესობას მოეწონა , მაგრამ განახორციელა მხოლოდ რამდენიმემ . თავისი პასიურობა მოსწავლეების ნაწილმა ახსნეს მსახიობური უნარის არქონით  , ნაწილმა- ტექნიკური პრობლემებით. საინტერესოა , რომ თანაკლასელების მიერ დამზადებულმა ვიდეოებმა დიდი მოწონება დაიმსახურა და გაჟღერდა კონსტრუქციული კრიტიკა . 

მომავალში გავაგრძელებ მსგავსი აქტივობების დანერგვას , დარწმუნებული ვარ მოსწავლეების უმრავლესობა აქტიურად ჩაერთვება ამ პროცესში და საინტერესო მიგნენბებსაც ექნება ადგილი .  

ვიდეოს შექმნისთვის გამოვიყენეთ აპი reface

ვიდეოს ავტორი : ელენე კაკალაშვილი (10აკლ) 

ვიდეოს ავტორი : ალექსანდრე ენდელაძე (10ბ კლასი) . ალექსანდრეს მიგნება იყო ის  , რომ ზემოდ მითითებული აპის უაფასო ვერსია მხოლოდ 10 წამის ხანგრძლივობისაა და წყაროს სრული ვერსიის ჩაწერა შეუძლებელი ხდებოდა . ამიტომ ალექსანდრემ 10 წამიანი ვიდეოები ,,გადააბა " MOVIE MAKER -ის პროგრამის გამოყენებით და შემდეგ სრული ტექსტის ხმოვანი ვერსია ჩაწერა . 

საინტერესოა , რომ მისი ვიდეოს განხილვის დროს თანაკლასელებს გაუჩნდა იდეა MOVIE MAKER-ით სხვა ეფექტების გამოყენებაზე , რომ პერსონაჟის  ,,გაცოცხლება"  უფრო ეფექტური და დინამიური გამხდარიყო . 

კონფერენცია ,,თანამედროვე გამოწვევები სწავლების პროცესში"

 თემა : ,,თანამედროვე გამოწვევები სწავლების პროცესში" 

კონფერენციის ორგანიზატორი/ორგანიზაცია: საგანმანათლებლო ორგანიზაცია Key Consulting

კონფერენციის ჩატარების თარიღი : 12.03.2023

მე დავესწარი კონფერენციას მსმენელის როლში .

კონფერენციის მიზანი : საგაკვეთილო პროცესის წარმართვა ევროპული მეთოდებით, მოტივაცია და მისი შექმნა, რთული ქცევის მართვა მოსწავლეებში და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება კოლეგებისთვის .

კონფერენციის საკითხები :

  • სწავლების ინოვაციური მეთოდები
  • - პედაგოგის გამოწვევები და განვითარების შესაძლებლობები
  • - რთული ქცევის მართვა საგაკვეთილო პროცესში
  • - არასასკოლო აქტივობების როლი სასკოლო ცხოვრებაში
  • - სკოლა ბულინგის წინააღმდეგ
რა მომცა ამ კონფერენციამ : გავეცანი  სიახლეებს , რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ პრაქტიკაში 
რას გამოვიყენებ პრაქტიკაში : სწავლების ინოვაციურ მეთოდებს :
  • VAKE მეთოდს (კეისებით სწავლება) 
  • არასაგაკვეთილო აქტივობებს 
  • ,,სწავლა თამაშით" მეთოდებს:  ,,ანბანის მცველები" (ისტორიასთან ინტეგრირებით) , ,,იდუმალი ყუთი" , ,,ვინ ვარ მე" , ,,კარიკატურა " ,,მოზაიკა" , ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა მარტივ პროგრამას 

კონფერენციამ მომცა საშუალება გავცნობოდი 15 წარმატებული, საოცრად შრომისმოყვარე და მოტივირებული პედაგოგის საქმიანობას , მათ მიგნებებს მეთოდიკაში და  კვლევით საქმიანობაში . ბევრი იდეა და სტრატეგია ჩავინიშნე და აუცილებლად გამოვიყენებ ჩემ პრაქტიკაში , რომ საგაკვეთილო პროცესი უფრო სახალისო და ნაყოფიერი გავხადო .

კონფერენციაზე დასწრებამ დადებითად იმოქმედა ჩემ თვითშეფასებაზეც . მტკიცედ გადავწყვიტე წელს მივიღო მონაწილეობა რეგიონალურ კონფერენციაში და გავაცნო კოლეგებს  ელექტრონული რესურსების შექმნის ჩემი გამოცდილება.

სკოლაში დაბრუნებისას აუცილებლად გავუზიარებ ახლადშეძენილ ცოდნას ჩემ კოლეგებს და ვეცდები შტაგონების  დადებითი მუხტი , რომელიც წამოვიღე კონფერენციიდან , მათაც გადავდო , რომ  ჩვენი ყოვედღიური რუტინა ახალი იდეებით , აქტივობებით , ღონისძიებებით გავამრავალფეროვნოთ. 





ტრანზიციაში დაკარგული ცვლილებების ახალი პერსპექტივები

 2023 წლის მარტში ქალაქ რუსთავში სიქამ , გერმანელ პარტნიორთან ორგანიზაცია DRA-სთან და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიასთან ერთად  დაიწყო პროექტი ,,ტრანზიციაში დაკარგულები - ცვლილებების ახალი პერსპექტივა ". პროექტის განმავლობაში მოსწავლეები გაეცნობიან საქართველოს საბჭოთა სისტემის დასრულების შემდეგ დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობის სირთულეებს , შეხვდებიან და მოუსმენენ ამ პერიოდის თვითმხილველებს , თავად მოიპოვებენ ინფორმაციას გარდამავალი პერიოდის სირთულეების შესახებ. პროექტის ფარგლებში ასევე არის შესაძლებელი გავეცნოთ სხვადასხვა ქვეყნის გარდამავალი პერიოდის გამოცდილებაც. 
9-10 მარტს სიქას ორგანიზებით ამ პროექტის დაინტერესებული ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის ჩატარდა ტრენინგი , რომლის მონაწილე მეც ვიყავი. 
ტრენინგის ფარგლებში  ჩვენ გავაანალიზეთ ტერმინი ,,ტრანზიციის" არსი და ვისაუბრეთ ამ პროცესის შესწავლის მნიშვნელობაზე ; გავეცანით თემატურ მასალას და ვიდეო რესურს , რომელიც საგანგებოდ შეიქმნა ამ პროექტისთვის ; განვიხილეთ პროექტით სწავლების არსებული ნიმუშები და დავგეგმეთ ჩვენი მოსწავლეებისთვის საინტერესო აქტივობები . 
ტრენინგის ორივე დღე ინფორმაციულად და ემოციურად დატვირთული იყო , ქ-ნმა ინგა პაიჭაძემ და ქ-ნმა ცირა თავშავაძემ შექმნეს საოცრად პოზიტიური , აქრიური და თანამშრომლობითი გარემო , რამაც ხელი შეუწყო იდეების გენერირებას და მოტივაციის გაღრმავებას . 
დარწმუნებული ვარ მონაწილეობა ამ პროექტში დაეხმარება ჩემ მოსწავლეებს ისტორიული ცოდნის გაღრმავებაში , კრიტიკული აზროვნების  და ტოლერანტობის  ჩამოყალიბებაში . 


ჰარკნესის მეთოდი - დისკუსიაზე დაფუძნებული სწავლება

 2023 წლის 11 თებერვლას The Guivy Zaldastanishvili American Academy-ში ჩატარდა ვორქშოპი : ჰარკნესის მეთოდი - დისკუსიაზე დაფუძნებული სწავლება . შეხვედრის მიზანი იყო ამერიკული აკადემიის პედაგოგების მდიდარი გამოცდილების გაზიარება დემოკრატიული მართვისა და სწავლებაში დემოკრატიული პრინციპების დანერგვის თვალსაზრისით . ვორქშოპის ფასილიტატორები იყვნენ : ქ-ნი ქეთევან თოფაძე და ბ-ნი სიმონ ჯანაშია .





მასწავლებელთა პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარება და წამყვანის სტატუსის მოპოვება

 2022-2023 სასწავლო წელი დაიწყო სასიხარულო ამბით : მე შევძელი და პირველივე ცდაზე ჩავაბარე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული წამყვანი და მენტორი მასწავლებლების  გამოცდა და  მოვიპოვე წამყვანის სტატუსი ! 

წინ საინტერესო  , გამოწვევებითა  და სხვადასხვა აქტივობებით  დახუნძლული წელი გველის!





move markerის პროგრამით შექმნილი სასწავლო ვიდეო


power pointის მეშვეობით შექმნილი სასწავლო ვიდეო





voki.com პლატფორმის მეშვეობით შექმნილი რესურსები

ონლაინ სწავლების პერიოდში აქტიურად ვიყენებზე ვოკის პროგრამას . ეს პროგრამა გაძლევთ 
საშუალებას ,,გააცოცხლოთ,, ნებისმიერი სიტორიული პერსონაჟი და გამოიყენოთ საკლაოს
ან საშინაო დავალებებისთვის . 

ვსწავლობთ საქართველოს დიდ მეფეებს -დავით აღმაშენებელი

20.09.2019
საზოგადოებრივი მეცნიერებების კვირეულის ფარგლებში გაიმართა ვიქტორინა კონკურსი  5ა 5ბ 5გ და 5დ კლასებს შორის . გაიმარჯვა 5ბ კლასმა !







გაიმარჯვა მე5ბ კლასმა