ვიზიტი ამერიკულ აკადემიაში

 29.03.2023 წელს მე9ბ და მე10ბ კლასის მოსწავლეებთან ერთად (დ.ბიჭაშვილი,გ.კობერიძე, ლ.მახათაძე, რ.მიქაძე ,ა.დრიაევი,მ.მერაბიშვილი,ა.მიქაძე, ნ.გოგიძე) ვესტუმრეთ ამერიკულ აკადემიას , სადაც ღია კარის დღის ფარგლებში დავესწარით ქართულის, ინგლისურის, მათემატიკისა და ისტორიის გაკვეთილებს , გავესაუბრეთ სკოლის თვითმმართველების წარმომადგენლებს , ბევრი ვიმსჯელეთ რისი შეცვლა შეგვიძლია ჩვენ სასკოლო გარემოში და რა მიზნები უნდა დავისახოთ, რომ ჩვენი ყოველდღიურობა ხარისხობრივად გავაუმჯობესოთ. საინტერესოა , რომ მოსწავლეების ყურადღება მეტად მიიქცია განსხვავებულმა  საგაკვეთილო აქტივობებმა ვიდრე სკოლაში არსებულმა მაღალი დონის  მატერიალირმა ბაზამ . დიდი მადლობა ბ-ნ სიმონ ჯანაშიას ამ ღონისძიების დაგეგმვისთვის და განხორციელებისთვის 











ახალი საინტერესო , მოსწავლეების მიერ შექმნილი რესურსი


,,თანამედროვე გამოწვევები სწავლების  პროცესში " კონფერენციის ვიზიტით გაღვიებულმა მოტივაციამ შედეგად გამოიღო ახალი აქტივობების შეთავაზება- განხორციელება მე10 კლასელებთან ერთად. 

ისტორიული წყაროების განხილვის დროს შევთავაზე მოსწავლეებს ,,გაეცოცხლებინათ" ისტორიული პერსონაჟები და მომხდარი მოვლენები მოეყოლათ პირველ პირში, მაგრამ  ეცადათ მაქსიმალურად გამოეყენებინათ ისტორიული ვიზუალიზაცია . 

ცნება : წყარო, ისტორიული ინტერპრეტაცია , კვლევა 

შედეგის ინდექსი: ისტ.საბ.6, ისტ.საბ.8 

იდეა უმრავლესობას მოეწონა , მაგრამ განახორციელა მხოლოდ რამდენიმემ . თავისი პასიურობა მოსწავლეების ნაწილმა ახსნეს მსახიობური უნარის არქონით  , ნაწილმა- ტექნიკური პრობლემებით. საინტერესოა , რომ თანაკლასელების მიერ დამზადებულმა ვიდეოებმა დიდი მოწონება დაიმსახურა და გაჟღერდა კონსტრუქციული კრიტიკა . 

მომავალში გავაგრძელებ მსგავსი აქტივობების დანერგვას , დარწმუნებული ვარ მოსწავლეების უმრავლესობა აქტიურად ჩაერთვება ამ პროცესში და საინტერესო მიგნენბებსაც ექნება ადგილი .  

ვიდეოს შექმნისთვის გამოვიყენეთ აპი reface

ვიდეოს ავტორი : ელენე კაკალაშვილი (10აკლ) 

ვიდეოს ავტორი : ალექსანდრე ენდელაძე (10ბ კლასი) . ალექსანდრეს მიგნება იყო ის  , რომ ზემოდ მითითებული აპის უაფასო ვერსია მხოლოდ 10 წამის ხანგრძლივობისაა და წყაროს სრული ვერსიის ჩაწერა შეუძლებელი ხდებოდა . ამიტომ ალექსანდრემ 10 წამიანი ვიდეოები ,,გადააბა " MOVIE MAKER -ის პროგრამის გამოყენებით და შემდეგ სრული ტექსტის ხმოვანი ვერსია ჩაწერა . 

საინტერესოა , რომ მისი ვიდეოს განხილვის დროს თანაკლასელებს გაუჩნდა იდეა MOVIE MAKER-ით სხვა ეფექტების გამოყენებაზე , რომ პერსონაჟის  ,,გაცოცხლება"  უფრო ეფექტური და დინამიური გამხდარიყო . 

კონფერენცია ,,თანამედროვე გამოწვევები სწავლების პროცესში"

 თემა : ,,თანამედროვე გამოწვევები სწავლების პროცესში" 

კონფერენციის ორგანიზატორი/ორგანიზაცია: საგანმანათლებლო ორგანიზაცია Key Consulting

კონფერენციის ჩატარების თარიღი : 12.03.2023

მე დავესწარი კონფერენციას მსმენელის როლში .

კონფერენციის მიზანი : საგაკვეთილო პროცესის წარმართვა ევროპული მეთოდებით, მოტივაცია და მისი შექმნა, რთული ქცევის მართვა მოსწავლეებში და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება კოლეგებისთვის .

კონფერენციის საკითხები :

  • სწავლების ინოვაციური მეთოდები
  • - პედაგოგის გამოწვევები და განვითარების შესაძლებლობები
  • - რთული ქცევის მართვა საგაკვეთილო პროცესში
  • - არასასკოლო აქტივობების როლი სასკოლო ცხოვრებაში
  • - სკოლა ბულინგის წინააღმდეგ
რა მომცა ამ კონფერენციამ : გავეცანი  სიახლეებს , რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ პრაქტიკაში 
რას გამოვიყენებ პრაქტიკაში : სწავლების ინოვაციურ მეთოდებს :
  • VAKE მეთოდს (კეისებით სწავლება) 
  • არასაგაკვეთილო აქტივობებს 
  • ,,სწავლა თამაშით" მეთოდებს:  ,,ანბანის მცველები" (ისტორიასთან ინტეგრირებით) , ,,იდუმალი ყუთი" , ,,ვინ ვარ მე" , ,,კარიკატურა " ,,მოზაიკა" , ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა მარტივ პროგრამას 

კონფერენციამ მომცა საშუალება გავცნობოდი 15 წარმატებული, საოცრად შრომისმოყვარე და მოტივირებული პედაგოგის საქმიანობას , მათ მიგნებებს მეთოდიკაში და  კვლევით საქმიანობაში . ბევრი იდეა და სტრატეგია ჩავინიშნე და აუცილებლად გამოვიყენებ ჩემ პრაქტიკაში , რომ საგაკვეთილო პროცესი უფრო სახალისო და ნაყოფიერი გავხადო .

კონფერენციაზე დასწრებამ დადებითად იმოქმედა ჩემ თვითშეფასებაზეც . მტკიცედ გადავწყვიტე წელს მივიღო მონაწილეობა რეგიონალურ კონფერენციაში და გავაცნო კოლეგებს  ელექტრონული რესურსების შექმნის ჩემი გამოცდილება.

სკოლაში დაბრუნებისას აუცილებლად გავუზიარებ ახლადშეძენილ ცოდნას ჩემ კოლეგებს და ვეცდები შტაგონების  დადებითი მუხტი , რომელიც წამოვიღე კონფერენციიდან , მათაც გადავდო , რომ  ჩვენი ყოვედღიური რუტინა ახალი იდეებით , აქტივობებით , ღონისძიებებით გავამრავალფეროვნოთ. 





ტრანზიციაში დაკარგული ცვლილებების ახალი პერსპექტივები

 2023 წლის მარტში ქალაქ რუსთავში სიქამ , გერმანელ პარტნიორთან ორგანიზაცია DRA-სთან და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიასთან ერთად  დაიწყო პროექტი ,,ტრანზიციაში დაკარგულები - ცვლილებების ახალი პერსპექტივა ". პროექტის განმავლობაში მოსწავლეები გაეცნობიან საქართველოს საბჭოთა სისტემის დასრულების შემდეგ დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობის სირთულეებს , შეხვდებიან და მოუსმენენ ამ პერიოდის თვითმხილველებს , თავად მოიპოვებენ ინფორმაციას გარდამავალი პერიოდის სირთულეების შესახებ. პროექტის ფარგლებში ასევე არის შესაძლებელი გავეცნოთ სხვადასხვა ქვეყნის გარდამავალი პერიოდის გამოცდილებაც. 
9-10 მარტს სიქას ორგანიზებით ამ პროექტის დაინტერესებული ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის ჩატარდა ტრენინგი , რომლის მონაწილე მეც ვიყავი. 
ტრენინგის ფარგლებში  ჩვენ გავაანალიზეთ ტერმინი ,,ტრანზიციის" არსი და ვისაუბრეთ ამ პროცესის შესწავლის მნიშვნელობაზე ; გავეცანით თემატურ მასალას და ვიდეო რესურს , რომელიც საგანგებოდ შეიქმნა ამ პროექტისთვის ; განვიხილეთ პროექტით სწავლების არსებული ნიმუშები და დავგეგმეთ ჩვენი მოსწავლეებისთვის საინტერესო აქტივობები . 
ტრენინგის ორივე დღე ინფორმაციულად და ემოციურად დატვირთული იყო , ქ-ნმა ინგა პაიჭაძემ და ქ-ნმა ცირა თავშავაძემ შექმნეს საოცრად პოზიტიური , აქრიური და თანამშრომლობითი გარემო , რამაც ხელი შეუწყო იდეების გენერირებას და მოტივაციის გაღრმავებას . 
დარწმუნებული ვარ მონაწილეობა ამ პროექტში დაეხმარება ჩემ მოსწავლეებს ისტორიული ცოდნის გაღრმავებაში , კრიტიკული აზროვნების  და ტოლერანტობის  ჩამოყალიბებაში .