რეფლექსია
ჩატარების თარიღი : 2-3 მარტი 2024 წელი თემა : ,,მასწავლებელი- ინოვაციური სწავლების გზამკვლევი “ ,,პროფესიული სწავლების დანერგვა სკოლებში “ ორგანიზატორი/ორგანიზაცია:EdCamp Georgia(პასუხისმგებლიან პედაგოგთა მოძრაობას საქართველოში)
მე დავესწარი კონფერენციას მსმენელის როლში .
კონფერენციის მიზანი : EdCamp საერთაშორისო საგანმანათლებლო ინიციატივაა, რომელსაც საქართველო 2022 წლიდან შეუერთდა და მიზნად ისახავს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობას, გამოცდილებების გაზიარებას და სკოლებში ინოვაციურ/ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვის პროცესის გამარტივებას.
კონფერენციის საკითხები :
სწავლების ინოვაციური მეთოდები და სტრატეგიები
- განხორციელებული საუკეთესო პროექტები
- არასასკოლო აქტივობების როლი სასკოლო ცხოვრებაში
- სკოლებში პროფესიონალური განათლების დანერგვის პროექტის განხილვა
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს და გამოცდილება გაგვიზიარეს
სუზანე კესლერი სპეციალური საგანმათლებლო საჭიროების სპეციალისტი.გერმანიის ქალაქ კარლსრუეს სპეციალური საგანმანათლებლო და საკონსულტაციო სკოლა ცენტრის კონრექტორი. თემა: აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვები და რთულ ქცევასთან გამკლავება
ლადო აფხაზავა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელი (2017წ) თემა :,,ითამაშე , იაზროვნე, ისწავლე “
ანა კინწურაშვილი 2020 წლის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ფინალისტი თემა:ფინური განათლება
ნუგზარ სადიკოვი 2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტი თემა :მედიაწიგნიერება ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაში
ჯაბა ლაბაძე 2018 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ხუთეულის წევრი და 2019 წლის ისტორიის საუკეთესო მასწავლებლის ტიტულის მფლობელი. თემა :ვიკიპედია განათლებაში
ლელა წურწუმია 2020 წლის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ფინალისტი თემა :ფორდ ბოიარდი თამაშით სწავლების მეთოდი
ხათუნა ნოზაძე 2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე პირველი არხის რჩეული თემა : საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების ინოვაციური მეთოდები
ნინო ფსუტური 2023 წლის მასწავლებელთა ეროვნუ;ი ჯილდოს მფლობელი თემა :სამაგიდო თამაში როგორც სასწავლო რესურსი
გიორგი ჭაუჭიძე 2019 წლის მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს მფლობელი თემა : ახალი დედაენის კონცეფცია
ამის გარდა მოვისმინეთ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბის წევრების პრეზენტაციები (30 პრეზენტატორი)
რა მომცა ამ კონფერენციამ : ყველაზე მნიშვნელოვანი იმ მასწავლებელთა გამოცდილების მოსმენა იყო, რომლებიც თავიანთ საქმეში დახელოვნებული არიან და მათი მიღწევები, უდავოდ, აღიარებას იმსახურებს, ასევე ჩემთვის საინტერესო იყო Speed Speaking - მეთოდით მუშაობა .
რას გამოვიყენებ პრაქტიკაში : სწავლების ინოვაციურ მეთოდებს :
ლელა კაკაშვილი ,,ინოვაცია ისტორიის სწავლების დროს - გერმანული გამოცდილება “
მარინე პიტიურიშვილი ,,აბრეშუმის წარმოება საქართველოში “ სასკოლო პროექტიდან მცირე ბიზნესამდე
ნათია ფურცელაძე ,, ლიტერატურული ფესტივალო”
ფარსმან ფორჩხიძე ,, სოციალურ-ემოციური კომპეტენციების მხარდაჭერა ისტორიის გაკვეთილებზე “
ინგა კახიძე ,,პერსონაჟის დღე”
მაია მენაბდე ,, მონოლოგი , როგორც აქტივობის ადგილი თანამედროვე სწავლებაში “
კონფერენციის ორი დღე მიმდინარეობდა დახვეწილ , თბილ, მეგობრულ და პროფესიონალურ გარემოში. .შეხვედრები იყო აქტიური დიალოგის რეჟიმში და პრეზენტატორების მხრიდან იყო მაქსიმალური მზაობა ახალი იდეების მიღების და გაზიარების .
პედაგოგები, ძირითადად, სხვა კონფერენციებს ვართ მიჩვეული. ასეთი ფორმატი კი, თავისთავად, უცხო და ახალი ჩვენთვის. ედკემპი ხელსაყრელი საინტერესო ადამიანების გაცნობა-დაახლოებას."მიიღეს რაც შეიძლება მეტი და გაეცი რაც მეტი" - ეს მთავარი ლოზუნგია.
და, ყველაზე მნიშვნელოვანი, წაშლილი იყო ყოველგვარი სტატუსი. ვერ ვგრძნობდი , რომ ვინმეს მეტი სამსახურებრივი გამოცდილება ჰქონდა , ვიღაცას მეტი ან სხვა აქტივობა ჰქონდა განხორციელებული, ან უბრალოდ, განსხვავებულად . ყველა თანაბარი იყო და თავისი პროფესიით გულანთებული.
მომავალში აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას ედკამპის მიერ დაანონსებურ ღონისძიებებში .
Комментариев нет:
Отправить комментарий