2014 წლის თებერვალში საქართველოს უნივერსიტეტმა , არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ახალგაზრდა დიპლომატთა ლიგის’’ ორგანიზებით, დაგეგმა ჩაეტარებინა ისტორიის ოლიმპიადა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლის მე-12-ე კლასის მოსწავლეები.
ჩემმა ძალიან აქტიურმა და მიზანდასახულმა მოსწავლემ -ანა სანაიამ, რომელიც ჯერ კიდევ 11 კლასის მოსწავლეა გადაწყვიტა მონაწილეობა მიეღო ამ ოლიმპიადაში . ჩვენ 3 კვირის განმავლობაში საგულდაგულოდ ვემზადებოდით და 15 თებერვალს გამოვცხადდით ზემოთაღნიშნულ ოლიმპიადაზე.
ოლიმპიადის დაწყებამდე მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ დიპლომატთა ლიგის საქმიანობას, საქართველოს უნივერსიტეტის სტრუქტურასა და პროგრამებს. (პრეზენტატორი : ბესიკ ექსოულიძე. )
მოსწავლეებმა ტესტზე იმუშავეს 2 საათი .
ტესტი შედგებოდა 6 დავალებისგან :
1.დახურული კითხვები (10ქ)
2.დეფინიცია (5ქ)
3.ვინ ვარ მე (5ქ)
4.დაალაგე ქრონოლოგიურად (5ქ)
5.ტექსტის გასწორება (10 ქულა)
6.სურათების ამოცნობა (5ქ)
ტესტის სწორი პასუხები 15 თებერვლის საღამოსვე დაიდო . საბოლოო შეფასებას ელექტრონული ფოსტით შეგვატყობინებენ 2-3 დღეში.
Комментариев нет:
Отправить комментарий