მე ვცდილობ აქტიურად მივიღო მონაწილეობა განათლების სამინისტროს მიერ შემოთავაზებულ ახალ პროექტებში , განსაკუთრებით თუ ეს პროექტები მეხმარება დავამყარო კავშირი სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილ პედაგოგებთან . 2013 წლის მასწავლებელთა სახლის ივლისის სამუშაო გეგმის შესწავლისას ჩემი ყურადღება მიიქცია ტრენინგმა , რომელიც ითვალისწინებს საქართველოს პედაგოგების ჩართვას საერთაშორისო პროექტ EDMODO-ში
ტრენინგი ჩატარდა 13- 14 ივლის, ქ-ნ თამარ ლოსაბერიძეს ხელმძღვანელობით
პირველ რიგში უნდა ავღნიშნოთ ქ-ნი თამარის პროფესიონალიზმი , კორექტულობა და კეთილგანწყობა ტრენინგის მონაწილე პედაგოგების მიმართ . ტრენინგის ორივე დღე იყო ძალიან საინტერესო და შეიცავდა საინტერესო, მასწავლებლებისთვის მეტად საჭირო ინფორმაციას.
ტრენინგი ჩატარდა 13- 14 ივლის, ქ-ნ თამარ ლოსაბერიძეს ხელმძღვანელობით
ტრენინგის ფარგლებში პედაგოგებმა დავრეგისტრირდით ,,ედმოდოს '' პროგრამაში, შევქმენით ვირტუალური კლასი, ვისწავლეთ ელექტრონული ტესტის შექმნა და სხვა თანამედროვე პედაგოგისთვის აუცილებელი აქტივობები .
დიდ მადლობას ვუხდი ქ-ნ თამარს და მასწავლებელთა სახლს საინტერესო სიახლეების მოწოდებისთვის !
Комментариев нет:
Отправить комментарий