დღეს დავასრულე ,, სასწავლო პროექტები- Intel Teach Program" -ის ტრენინგი

საჩუქარი რუსთავის მხარეთმცოდნეობის მუზეუმისგან

მოგეხსენებათ , რომ 2013 წლის  17 ოქტომბერს  ჩემმა მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა საქალაქო კონკურსში ,,ვიცოდეთ ჩვენი ქალაქის ისტორია" და დაიკავეს  მესამე ადგილი. ოქტომბრის დასასრულს  მუზეუმში გაიმართა საპრიზო ადგილების მფლობელი გუნდების საზეიმო დაჯილდოება . მოსწავლეებთან ერთად პრიზები გადაეცა ჯგუფის ხელმძღვანელ მასწავლებლებს . დიდი სიხარულით და სიამაყით წარმოგიდგენთ ჩემთვის გადმოცემულ პრიზებს !



დიდ მადლობას მოვახსენებ კონკურსის ორგანიზატორებს საინტერესო და სამართლიანი თამაშისთვის და სასიამოვნო სიურპრიზებისთვის !

ტრენინგი „პროექტების დაგეგმვა და მართვა eTwinningPlus-ის ფარგლებში“.

28 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე განხორციელდა ტრენინგი „პროექტების
დაგეგმვა და მართვა eTwinningPlus-ის ფარგლებში.მასში მონაწილეობა მიიღო 
საქართველოს 30 -მა აქტიურმა და ინოვაციების მოყვარულმა პედაგოგმა. დიდი 
სიხარულით მინდა ავღნიშნოი  , რომ ამ პედაგოგებს  შორის მეც ვიყავი ! 
ტრენინგის  მიზანი იყო   მასწავლებლებს   გაეცნოთ თანამშრომლობითი, სასწავლო 
ინტერნეტ-პროექტების დანიშნულება და  მახასიათებლები, პროექტის დაგეგმვა და 
მართვა, ტექნოლოგიების დახმარებით პარტნიორების ძიება და 
კომუნიკაცია   სხვადასხვა ქვეყნის პედაგოგებთან, ასევე eTwinning-ის პორტალზე 
მუშაობა.

ტრენინგი    ჩატარდა წყალტუბოში, სასტუმრო წყალტუბო-სპა-რეზორტ“-ში. ჩემი
 ჯგუფის  ტრენერი, პირველი სამი დღე  იყო ქ-ნი თეა ლობჟანიძე
 ქ-ნი თეა ძალიან თბილი და განათლებული ადამიანია, მასთან თანამშრომლობა სასიამოვნო და ნაყოფიერი იყო !
 ბოლო დღეს, e-twinning -ის პორტალზე  უშუალოდ პრაქტიკული დავალებების განხორციელებაში გვეხმარებოდა ქ-ნი ნანა ედიშერაშვილი, რომელიც  სექტემბერში , საქართველოს წარმომადგენლის სტატუსით იმყოფებოდა პოლონეთში , ევროპის პედაგოგების სემინარზე. მან გაგვიზიარა შთაბეჭდილებები და პირადი გამოცდილება ამ პროექტში მუშაობის შესახებ.
ტრენინგის ფარგლებში ერთი დღე დავუთმეთ კულტურულ ღონისძიებას : მოვაწყეთ ექსკურსია პრომეთეს მღვიმეში . 

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მასწავლებელთა სახლს, განსაკუთრებით კი e-twinningiplus -ის მთავარ კოორდინატორს :   ეკა ჯელაძეს


ტრენინგის  ორგანიზებისთვის ! ამ ტრენინგზე  შევიძინე არამარტო ცოდნა  არამედ ბევრი ახალი , ნიჭიერი და ენერგიული მეგობარი 

ვიცოდეთ ჩვენი ქალაქის ისტორია

მოგეხსენებათ რომ რუსთავში , ყოველ წელს ტრადიციულად ტარდება ვიქტორინა-კონკურსი ,, ვიცოცდეთ ჩვენი ქალაქის ისტორია . კონკურსი ტარდება რუსთავქალაქობისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში .2013 წელს გადაწყდა რომ ვიქტორინა-კონკურში ჩატარებულიყო  17 ოქტომბერს
კონკურსის ჩატარების ადგილი , რათქმაუნდა რუსთავის იტორიული მუზეუმია!  
წელს ჩვენი სკოლის სახელით კონკურსში მონაწილეობა მიიღეს X კლასის მოსწავლეებმა : სოფიკო ჩიხრაძემ, თამარ გაგნიძემ, ნათია თავდუმაძემ და ანა თაყაძემ .მე მხვდა წილად ბედნიერება ამ არაჩვეულებრივი ბავშვების ჯგუფის ხელმძღვანელი გავმხვდარიყავი !  3 კვირის განმავლობაში გოგონები მეცადინეობდნენ, ადგენდნენ კითხვებს და ესწრებოდნენ მანანა ხავთასის არაჩვეულებრივ ლექცია-ცემინარებს 
 და აი დადგა კონკურსის დღეც . 2013 წლის ვიქტორინა-კონკურსში ,,ვიცოდეთ ჩვენი ქალაქის ისტორია"კონკურსში მონაწილეობა მიიღეს 18 სკოლამ .
კონკურსი ჩატარდა 2 ტურად. პირველ ტურზე მოსწავლეებს დაურიგდათ ტესტური დავალებები , რომელთა მიზანი იყო  მონაწილეებისათვის რუსთავის ისტორიის ფაქტობრივი ცოდნის შემოწმება.  
მეორე ტური გულისხმობდა რამდენიმე კონკურს: მუშაობა წყაროებზე, არტეფაქტებზე , კაპიტნების კონკურსი და ბლიცკითხვები . 
ღირსეულ მოწინააღმდეგეებთან ,,ბრძოლაში" ჩვენმა მოსწავლეებმა დაიკავეს მესამე ადგილი ! ვულოცავთ ბავშვებს საკმაოდ რთულად მოპოვებულ წარმატებას და მოუთმენლად ველით 23 ოქტომბერს, ანუ დაჯილდოვების დღეს !









EDMOD-ოს ვირტუალური საკლასო ოთახი ჩვენი რეალობაა !

EDMODO  არის  სოციალური ქსელი , რომელიც შეიქმნა საგანგებოდ მასწავლეებისთვის , მოსწავლეებისთვის და მათი მშობლებისთვის.
 EDMODO მთავარი მიზანია - სწავლა იყოს ხალისიანი და თვითმოტივირებული , ამისთვის ამ პროგრამის ფარგლებში :
1. მასწავლებელს შეუძლია შექმნას მრავალფეროვანი , თანამედროვე ტესტური დავალებები ; გააკონტროლოს თვითოეული მოსწავლის ცოდნის დონე და დაეხმაროს ინდივიდუალური რჩევებით ; დაამყაროს კონტაქტი გამოცდილ პედაგოგებთან და მიიღოს მათგან რჩევა-დარიგებები
2. მოსწავლე სწავლობს დავალების დროის ლიმიტის ფარგლებში შესრულებას ; სისტემტიურად აფასებს საკუთარ ცონდნას და უნარებს
სწორედ ამიტომ გადავწვიტე EDMODO-ოს პროგრამაში დამერეგისტრირებინა 11ბ კლასელები  . დღეს ვესტუმრეთ მასწავლებელთა სახლს და ჩვენი სურვილი განვახორციელეთ . დიდ მადლობას ვუხდით  ხათუნა  ციხელაშვილს , ჩვენი სკოლის  ისტ-ის მენეჯერს , რომელმაც   დიდი  დახმარება გაგვიწია ტექნიკური პრობლემების გადალახვაში და ხათუნა  მენთეშაშვილს , რომელმაც  მასწავლებელთა სახლში დღეს გაგვიწია მასპინძლობა !





VOKI-ის პროგრამა

e-twining-ის პროგრამაში ჩართვის შემდეგ ძალიან მინდოდა მესწავლა ხმოვანი ავატარის შექმნა, ამიტომ მოვიძიე ინფორმაცია VOKI-ის შესახებ , ყურადღებით გავეცანი საკმაოდ დეტალურ ინსტრუქციას  და აი ჩემი პირველი ნამუშევარიც

http://www.voki.com/pickup.php?scid=8548919&height=267&width=200


voki-ის  პროგრამაში დარეგისტრირება არის ადვილი , ავატარების შექმნაც - მარტივია , მაგრამ მე , როგორც ისტორიის მასწავლებელს , მწყდება გული რომ პერსონაჟების  რაოდენობა არის შეზღუდული ! 
ხმოვანი ავატარები განსაკუთრებით ეფექტურია დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის უცხო ენების შესწავლისთვის, მაგრამ მე პირადად ჩავიფიქრე მათი გამოყენება ინტეგრირებულ გაკვეთილებში და ჯეოკლასისთვის. 

„მასწავლებელთა პროფესიული განვითარება. თვითშეფასება და კოლეგების ურთიერთშეფასებ“ -ის ტრენინგი

15-16 ივლისს თბილისის მასწავლებელთა სახლში ჩატარდა „მასწავლებელთა პროფესიული განვითარება. თვითშეფასება და კოლეგების ურთიერთშეფასებ“ -ის ტრენინგი , მასში მონაწილეობისთვის   აუცილებელი პირობა იყო -პედაგოგი უნდა  იყოს ჩართული პროფესიონალური განვითარების სქემაში , რაც შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ მასწავლებელი -სერტიფიცირებულია.მე , რათქმა უნდა ჩავერთე სქემაში და გავიარე ტრენინგი  :)ჩემთან ერთად ტრენინგი გაიარეს ნინო ჩალაძემ, თია გოზალიშვილმა  და  ეკატერინე მამუკელაშვილმა .
„მასწავლებელთა პროფესიული განვითარება. თვითშეფასება და  კოლეგების ურთიერთშეფასებ-ის ტრენერი იყო ქ-ნი ლელა მელიქიშვილი
 ქ-ნმა ლელამ შემნა თბილი , მეგობრული გარემო და ტრენინგის მონაწილე მასწავლებლებმა გულახდილად ვისაუბრეთ  თვითშეფასებაში და ურთიერთშეფასებაში არსებულ პრობლემებზე  და  ვიმსჯელეთ ამ პრობლემების გამომწვევ მიზეზებზე. ქ-მა ლელამ  გააკეთა მასწავლებელთა პროფესიონალური განვითარების სქემის პროექტის პრეზენტაცია და დეტალურად განმარტა სქემის თვითოეული პუნქტი.
პროექტის პრეზენტაციაში ჩაერთო ბატონი კახა ჟღენტიც 
რომელიც უშუალოდ  ხელმძღვანელობს მასწავლებელთა პროფესიონალური განვითარების სქემის შექმნის პროექტს , მან   უპასუხა ჩვენ  კითხვებს და ისაუბრა მოსალოდნელ ცვლილებებზე.
 
„მასწავლებელთა პროფესიული განვითარების , თვითშეფასების და  კოლეგების ურთიერთშეფასებ-ის  ტრენინს ჰქონდა  არა მარტო ინფორმაციული  დატვირთვა .ჩვენ კიდევ ერთხელ-კრიტიკულად  გადავხედეთ ჩვენ საქმიანობას , ავღნიშნეთ არსებული ე.წ.,,თეთრი ლაქები" და შევიმუშავეთ  აქტივობები  არსებული რეალობის გასაუმჯობესებლად. 

პროექტი edmodo ანუ ვირტუალური კლასის შექმნა და მართვა

მე ვცდილობ აქტიურად მივიღო მონაწილეობა   განათლების სამინისტროს მიერ შემოთავაზებულ ახალ პროექტებში , განსაკუთრებით თუ ეს პროექტები მეხმარება  დავამყარო კავშირი სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილ პედაგოგებთან . 2013 წლის მასწავლებელთა სახლის ივლისის   სამუშაო გეგმის შესწავლისას ჩემი ყურადღება მიიქცია  ტრენინგმა  , რომელიც ითვალისწინებს საქართველოს  პედაგოგების   ჩართვას საერთაშორისო პროექტ  EDMODO-ში 
ტრენინგი ჩატარდა 13- 14 ივლის,  ქ-ნ  თამარ ლოსაბერიძეს ხელმძღვანელობით 

პირველ რიგში უნდა ავღნიშნოთ ქ-ნი თამარის პროფესიონალიზმი , კორექტულობა და კეთილგანწყობა ტრენინგის მონაწილე პედაგოგების  მიმართ . ტრენინგის ორივე დღე იყო ძალიან საინტერესო და  შეიცავდა საინტერესო,  მასწავლებლებისთვის მეტად საჭირო ინფორმაციას. 
ტრენინგის ფარგლებში პედაგოგებმა დავრეგისტრირდით  ,,ედმოდოს '' პროგრამაში, შევქმენით  ვირტუალური კლასი, ვისწავლეთ ელექტრონული ტესტის შექმნა და სხვა თანამედროვე პედაგოგისთვის აუცილებელი აქტივობები . 

დიდ მადლობას ვუხდი ქ-ნ თამარს და მასწავლებელთა სახლს საინტერესო სიახლეების მოწოდებისთვის !