სასწავლო ვიზიტი გერმანია-ჰამბურგი

 საქართველოს განათლებისა და ბიზნესის ეროვნული აკადემია

სასწავლო ვიზიტი გერმანია-ჰამბურგი 

კონფერენცია  ,,გერმანული განათლების მოდელი “

რეფლექსია 

სასწავლო ვიზიტის პერიოდი : 2025 წლის 12-15 ივლისი 

სასწავლო ვიზიტის ადგილი : გერმანია- ჰამბურგი

კონფერენციის გამართვის ადგილი :  შტრუნენსეს   გიმნაზია

პროგრამის  ორგანიზატორი: საქართველოს განათლებისა და ბიზნესის ეროვნული აკადემიის ხელმძღვანელი / პროექტის ავტორი - მარი გეთიაშვილი,პრაქტიკული ნაწილი /მომხსენებელი - დარინა ართმელაძე

დელეგაციის  მონაწილე : ნინო ბიძინაშვილი სსიპ ქალაქ რუსთავის #20 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი 


სასწავლო ვიზიტი ჰამბურგში იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი და გამორჩეული პროფესიული გამოცდილება. პროექტი გაჯერებული იყო როგორც აკადემიური, ისე კულტურულ-შემეცნებითი აქტივობებით, რაც მთლიანობაში ქმნიდა მრავალმხრივ სწავლის პროცესს.

ჩვენი ვიზიტი დაიწყო 2025 წლის 12 ივლისს , რადგან გერმანიაში ჩასვლა დაემთხვა კვირა დღეს თავდაპირველად ჩვენ დავათვალიერეთ  ჰამბურგის ღირშესანიშნაობები :  ბრენფოს მუზეუმი, ელდფილარმონია , სენტ მიშელის ეკლესია და ჰამბურგის მუზეუმი. ძალიან ბევრი ახალი და საინტერესო გავიგე ჰამბურგზე და გერმანიაზე , განსაკუთრებით დიდი შთაბეჭდილება დამიტოვა რენესანსის და სიურეალიზმის ეპოქის ცნობილი მხატვრების ნამუშევრებმა . 

2025 წლის 13 ივლისს    ვეწვიეთ   შტრუნენსეს   გიმნაზიას / https://struensee-gymnasium.de/  , სადაც გაიმართა  კონფერენციას თემაზე ,,გერმანული სწავლების მოდელი “ , 

კონფერენციის პირველი მომხსენებელი იყო შტრუნენსის გიმნაზიის  დირექტორმა, ფრანკ ბერენდმა (Frank Berend) წარმოადგინა ვრცელი პრეზენტაცია. გერმანიაში და კერძოდ ჰამბურგის ოლქში არსებულ განათლების მოდელზე . კონფერენციას  ესწრებოდნენ ქართული დელეგაციის წევრები  და გერმანელი მასწავლებლები. 

კონფერენციის შემდეგი მომხსენებელი იყო  საქართველოს განათლებისა და ბიზნესის ეროვნული აკადემიის დირექტორი  - მარიამ გეთიაშვილმა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა ინფორმაცია აკადემიის მიზენბისა და განხორცილებეული პროექტების შესახებ . 

კონფერენციაზე პრაქტიკული ნაწილი გააზიარა ქართველმა პედაგოგმა დარინა ართმელაძემ, რომელიც პარალელურად კონფერენციას სინქრონულად თარგმნიდა.

კონფერენციის შემდეგ   გაიმართა კითხვა- პასუხის სესია ,ჩვენი მხრიდან იყო  დასმული კითხვები შეფასების სისტემაზე , სასკოლო და საქალაქო ღონისძიებების ორგანიზაციის დეტალებზე .  კონფერენციის შემდეგ მასწავლებლები დავესწარით მე-8 კლასის საგაკვეთილო პროცესს  .

2025 წლის 14 ივლისს ჩვენ დავესწარით   მე-10 , მე-11 კლასების   საგაკვეთილო პროცესს, გავეცანით გერმანული საგანმანათლებლო სისტემის სტრუქტურას, პედაგოგიური მიდგომების მრავალფეროვნებასა და სწავლების ტექნოლოგიების ეფექტურ გამოყენებას. განსაკუთრებით საინტერესო იყო მასწავლებელთა და მოსწავლეთა შორის ურთიერთობის მოდელი, რაც გამოირჩეოდა თანასწორობითა და  ურთიერთპატივისცემით. დლეგაციის წევრებს გვქონდა  კითხვების დასმის შესაძლებლობა და გამოცდილების გაცვლა, რაც განსაკუთრებით ღირებული იყო როგორც პროფესიული განვითარებისთვის, ისე ახალი თანამშრომლობების დასაწყებად.

2025 წლის 14 და 15 ივლისს  ასევე გრძელდებოდა ჩვენი კულტურული პროგრამაც . ჩვენ გავისეირნეთ რეპერბანის, Neuer Wall ქუჩებში , ბლუმენის პარკში.საზოგადეობრივ ადგილებში ნანახმა ურთიერთპატივისცემამ, ტოლერანტობამ , კანონისა და წესების მიმართ ნებით მორჩილება კიდევ უფრო გაამყარა  კავშირს ქვეყანასა და მის საგანმანათლებლო სივრცესთან.

ამ ვიზიტმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რამდენად მნიშვნელოვანია მასწავლებელთა საერთაშორისო კავშირები, გამოცდილების გაზიარება და მუდმივი განვითარება. მსგავსი შეხვედრები არამარტო გვთავაზობენ ახალ მეთოდებსა და მიდგომებს, არამედ გვაძლევენ შანსს, შევხედოთ განათლების პროცესს გლობალური პერსპექტივიდან. თითოეული გაცვლილი იდეა, პრაქტიკული მაგალითი ან ერთობლივი დისკუსია ახალ შუქს სცემს ჩვენი პროფესიის ყოველდღიურობას და აღგვძრავს მოტივაციას, ვიყოთ მეტად მოქნილები, კრეატიულები და ინოვაციურები. მიღებული ცოდნა, უნარები და შთაბეჭდილებები აუცილებლად აისახება ჩემს სამომავლო პრაქტიკაში — როგორც სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესებაში, ისე კოლეგებთან თანამშრომლობის გაღრმავებაში ჩემს სკოლაში. 


18.07.2025 წ


ტრანზიციაში დაკარგულების

2024 წლის 31 ივლისს  სოც. ქსელით მივიღეთ შეტყობინება ,რომ პროექტი "ტრანზიციაში დაკარგულები" გაგრძელდება 2024-2025 წლებშიც და მასში მონაწილე მასწავლებლებს შესაძლებლობა გვექნება კიდევ ერთხელ საინტერესო საერთაშორისო პროექტი განვახორციელოთ ჩვენს მოსწავლეებთან ერთად .  გერმანელი ტრენერს კრისტენეს, რომელთანაც გვქონდა ონლაინ სემინარი პროექტის იდეის და განხორციელების ეტაპების შესახებ, კვლავ სურს  ონლაინ შეხვედრის მოწყობა და ჩვენი გამოცდილების  უკუკავშირის მოსმენა.  

 1 აგვისტოს 12ზე  ზუმში გაიმართა  ონლაინ შეხვედრა , შეხვედრაში ჩაერთვნენ პედაგოგები უკრაინიდან, სომხეთიდან და ბელორუსიიდან.ჩვენ ვისაუბრეთ იმ აქტივობებზე ,რომელიც განვახორციელეთ ჩვენ მოსწავლეებთან ერთად  .გავუზიარეთ ერთმანეთს გამოცდილება და შედეგები



სასკოლო პროექტი

 საბავშვო უნივერსიტეტში გაწევრიანების შემდეგ სსიპ ქალაქ რუსთავის #20 საჯარო სკოლის მე-10ბ კლასის მოსწავლეები , დაინტერესებულ პედაგოგებთან ერთად ცდილობენ , რომ სასკოლო რეალობაში გააქტიურდეს პროექტული სწავლების მეთოდის გამოყენება . ამ მიზნით მეათე კლასის მოსწავლეებმა , საგნის მასწავლებლის (ნ.ბიძინაშვილი) მენტორობით , დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების ინტერესებიდან გამომდინარე დაგეგმეს და განახორციელეს გაკვეთილი მე4 კლასში (დამრიგებელი ბელა კუჭუხიძე) თემაზე : ,,სახალისო არქეოლოგია - დინოზავრების ნაკვალევი საქართველოში"

გაკვეთილი ჩატარდა 22 აპრილს . ახალი თემატური მასალასი საინტერესო და სახალისო ფორმით გადმოსაცემად მეათე კლასის მოსწავლეებმა - ნინო ჭაუჭიძემ, რეზო მიქაძემ და გიორგი კობერიძემ გამოიყენეს სლაიდ შოუ და დოკ. ფილმი
ახლადნასწავლი მასალის განსამტკიცებლად მე4 კლასის მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფებში და იმიტირებული გათრების შედეგად აღმოჩენილი არტეფაქტებით ააწყეს სხვადასახვა სახეობის დინოზავრები . აქტივობისთვის უნიკალური რესურსი დაამზადამე-11ბ კლასის მოსწავლემ - ლიზი დრიაევმა .
გაკვეთილის დასასრულს მოხდა შედეგების განხილვა-შეჯამება განმავითარებელი შეფასებით, როგორც პედაგოგების ისე მოსწავლეების მხრიდან .

კონფერენცია ,,ედკემპ საქართველო -2024

                                                                           რეფლექსია 

ჩატარების თარიღი : 2-3 მარტი 2024 წელი                                                                                                                           თემა : ,,მასწავლებელი- ინოვაციური სწავლების გზამკვლევი “ ,,პროფესიული სწავლების დანერგვა სკოლებში “                                                                                                                               ორგანიზატორი/ორგანიზაცია:EdCamp Georgia(პასუხისმგებლიან პედაგოგთა მოძრაობას საქართველოში)    

მე დავესწარი კონფერენციას მსმენელის როლში .      

კონფერენციის მიზანი  :  EdCamp საერთაშორისო საგანმანათლებლო ინიციატივაა, რომელსაც საქართველო 2022 წლიდან შეუერთდა და მიზნად ისახავს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობას, გამოცდილებების გაზიარებას და სკოლებში ინოვაციურ/ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვის პროცესის გამარტივებას. 

 კონფერენციის საკითხები :

  • სწავლების ინოვაციური მეთოდები და სტრატეგიები 

  • - განხორციელებული საუკეთესო პროექტები 

  • - არასასკოლო აქტივობების როლი სასკოლო ცხოვრებაში

  • - სკოლებში პროფესიონალური განათლების დანერგვის პროექტის განხილვა 

კონფერენციაში  მონაწილეობა  მიიღეს და გამოცდილება გაგვიზიარეს 

  • სუზანე კესლერი სპეციალური საგანმათლებლო საჭიროების სპეციალისტი.გერმანიის ქალაქ კარლსრუეს სპეციალური საგანმანათლებლო და საკონსულტაციო სკოლა ცენტრის კონრექტორი.         თემა: აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვები და რთულ ქცევასთან გამკლავება

  • ლადო აფხაზავა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელი (2017წ)                                   თემა :,,ითამაშე , იაზროვნე, ისწავლე “

  • ანა კინწურაშვილი 2020 წლის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ფინალისტი                                       თემა:ფინური განათლება 

  • ნუგზარ სადიკოვი 2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტი                                  თემა :მედიაწიგნიერება ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაში 

  • ჯაბა ლაბაძე 2018 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ხუთეულის წევრი და 2019 წლის ისტორიის საუკეთესო მასწავლებლის ტიტულის მფლობელი.                                                                თემა :ვიკიპედია განათლებაში 

  • ლელა წურწუმია 2020 წლის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ფინალისტი                                         თემა :ფორდ ბოიარდი  თამაშით სწავლების მეთოდი 

  • ხათუნა ნოზაძე 2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე პირველი არხის რჩეული                                                                                                                                                თემა : საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების ინოვაციური მეთოდები 

  • ნინო ფსუტური 2023 წლის მასწავლებელთა ეროვნუ;ი ჯილდოს მფლობელი                                     თემა :სამაგიდო თამაში როგორც სასწავლო რესურსი 

  • გიორგი ჭაუჭიძე 2019 წლის მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს მფლობელი                                        თემა : ახალი დედაენის კონცეფცია 

ამის გარდა მოვისმინეთ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბის წევრების პრეზენტაციები (30 პრეზენტატორი)

რა მომცა ამ კონფერენციამ : ყველაზე მნიშვნელოვანი იმ მასწავლებელთა გამოცდილების მოსმენა იყო, რომლებიც თავიანთ საქმეში დახელოვნებული არიან და მათი მიღწევები, უდავოდ, აღიარებას იმსახურებს, ასევე ჩემთვის საინტერესო იყო Speed Speaking - მეთოდით მუშაობა . 

რას გამოვიყენებ პრაქტიკაში : სწავლების ინოვაციურ მეთოდებს :

  • ლელა კაკაშვილი ,,ინოვაცია ისტორიის სწავლების დროს - გერმანული გამოცდილება “

  • მარინე პიტიურიშვილი ,,აბრეშუმის წარმოება საქართველოში “ სასკოლო პროექტიდან მცირე ბიზნესამდე 

  • ნათია ფურცელაძე ,, ლიტერატურული ფესტივალო”

  • ფარსმან ფორჩხიძე ,, სოციალურ-ემოციური კომპეტენციების მხარდაჭერა ისტორიის გაკვეთილებზე “ 

  • ინგა კახიძე ,,პერსონაჟის დღე”

  • მაია მენაბდე ,, მონოლოგი , როგორც აქტივობის ადგილი თანამედროვე სწავლებაში “



კონფერენციის ორი დღე მიმდინარეობდა დახვეწილ , თბილ, მეგობრულ და პროფესიონალურ გარემოში.  .შეხვედრები იყო აქტიური დიალოგის რეჟიმში და პრეზენტატორების მხრიდან იყო მაქსიმალური მზაობა ახალი იდეების მიღების და გაზიარების .

პედაგოგები, ძირითადად, სხვა კონფერენციებს ვართ მიჩვეული. ასეთი ფორმატი კი, თავისთავად, უცხო და ახალი ჩვენთვის. ედკემპი ხელსაყრელი საინტერესო ადამიანების გაცნობა-დაახლოებას."მიიღეს რაც შეიძლება მეტი და გაეცი რაც მეტი" - ეს მთავარი ლოზუნგია.

და, ყველაზე მნიშვნელოვანი, წაშლილი იყო  ყოველგვარი სტატუსი. ვერ ვგრძნობდი , რომ ვინმეს მეტი სამსახურებრივი გამოცდილება ჰქონდა , ვიღაცას მეტი ან სხვა აქტივობა ჰქონდა  განხორციელებული, ან უბრალოდ, განსხვავებულად . ყველა თანაბარი იყო და თავისი პროფესიით გულანთებული. 

მომავალში აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას ედკამპის მიერ დაანონსებურ ღონისძიებებში . 


















4.03.2024 წელი .




განათლების საერთაშორისო სამიტი

განათლების საერთაშორისო სამიტი 

 ჩატარების თარიღი : 18.11.2023                                                                                                             თემა : ,,რეფორმები და გამოწვევები საერთაშორისო განათლების მიმართულებით          ორგანიზატორი/ორგანიზაცია: საგანმანათლებლო ორგანიზაცია Key Consulting     

მე დავესწარი კონფერენციას მსმენელის როლში .      

კონფერენციის მიზანი  :  ქართველი და უცხოელი პედაგოგების საინოვაციო მეთოდებისა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარება. მასწავლებელთა პროფესიული და პედაგოგიურ – პრაქტიკული კვლევის უნარ-ჩვევების განვითარება.

კონფერენციის საკითხები :

  • სწავლების ინოვაციური მეთოდები

  • - პედაგოგის გამოწვევები და განვითარების შესაძლებლობები

  • - არასასკოლო აქტივობების როლი სასკოლო ცხოვრებაში

  • - სკოლებში პროფესიონალური განათლების დანერგვის პროექტის განხილვა 

სამიტში მონაწილეობას მიიღებენ ქართული საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელები და ექსპერტები:

  • ლიკა ოხანაშვილი - ქი ქონსალთინგის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, გლობალური განათლების საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი, ახალგაზრდა ლიდერთა სკოლის დამფუძნებელი და დირექტორი.

  • შალალა მამადლი - MIE ექსპერტი, ორგანიზაცია IUI-ს  დირექტორი აზერბაიჯანში. ტრენერი.

  • არიფა რასულოვა - ტრენერი,  კვლევისა და განვითარების სპეციალისტი., მასწავლებელი აზერბაიჯანიდან. 2002-2003 წელს დაჯილდოებულია USA Awards (ACCELs)  „განათლებაში უმაღლესი მიღწევისთვის“

  • თაი სიბოშვილი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის კოლეჯების კოორდინაციის სამმართველოს წარმომადგენელი. გადაცემა „პროფესიული განათლების ნავიგატორი“ - ავტორი და წამყვანი „DVV International” - მასტერ ტრენერი

  • ნანა ბურძენიძე -  USAID  -ის საბაზისო განათლების პროგრამის ტრენერი / ქოუჩი, დაწყებითი  საფეხურის საგნობრივი ექსპერტი (ქართული ენა და ლიტერატურა)

  • მაია ჩიხლაძე - საზოგადოებრივი კოლეჯი „პანაცეა,“ დამფუძნებელი და დირექტორის მოადგილე, ტრენინგ ცენტრის ხელმძღვანელი, საქართველოს კერძო კოლეჯების  ასოციაციის დამფუძნებელი.

  • ლიკა ხარებავა - ბიზნესის, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა  სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში.

  • ანა ანუშიძე - ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საგნობრივი ექსპერტი. ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი.

  • ნატა ბიჭიკაშვილი - ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის საბუნებისმეტყველო დეპარტამენტის ხელმძღვანელი

  • კახაბერ ჩაკვეტაძე ისტორიის მენტორი მასწავლებელი,მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებული



რა მომცა ამ კონფერენციამ : გავეცანი  სიახლეებს , რომლებსაც  აუცილებლად გამოვიყენებ პრაქტიკაში 

რას გამოვიყენებ პრაქტიკაში : სწავლების ინოვაციურ მეთოდებს :

  • არიფა რასულოვას მიერ გაზიარებულ გამოცდილებას ტესტების საშუალებით მოსწავლეების ცოდნისა და უნარების შემოწმებასთან დაკავშირებით 

  • კახაბერ ჩაკვეტაძის მიერ გაზიარებულ მეთოდებს ისტორიის სწავლებასთან დაკავშირებით 

  • მაია ჩიხლაძის არაფორმალური განათლების საინტერესო  აქტივობებსა და იდეებს 

კონფერენციამ მომცა საშუალება გავცნობოდი წარმატებული, საოცრად შრომისმოყვარე და მოტივირებული პედაგოგის საქმიანობას , მათ მიგნებებს მეთოდიკაში და  კვლევით საქმიანობაში . ბევრი იდეა და სტრატეგია ჩავინიშნე და აუცილებლად გამოვიყენებ ჩემ პრაქტიკაში , რომ საგაკვეთილო პროცესი უფრო სახალისო და ნაყოფიერი გავხადო .

განათლების სამინისტორს წარმომადგენლებმა ამომწურავად ისაუბრეს მოსალოდნელ ცვლილებებთან პროფესიონალურ სწავლასთან დაკავშირებით , ხოლო საქართველოს მასშტაბით პოპულარულმა და წარმატებულმა პროფ.სასწავლებლების ხელმძღვანელებმა გაგვიზიარეს ის გამოცდილება , რომელიც უკვე შეიძინეს და სამომავლო პერსპექტივები ჩვენი მოსწავლეებისთვის. 

კონფერენციაზე დასწრებამ დადებითად იმოქმედა ჩემ თვითშეფასებაზეც .მოტივირებული,  უამრავი საინტერესო იდეით ვუბრუნდები სასწავლო რუტინას . 

სკოლაში დაბრუნებისას აუცილებლად გავუზიარებ ახლადშეძენილ ცოდნას ჩემ კოლეგებს და ვეცდები შტაგონების  დადებითი მუხტი , რომელიც წამოვიღე კონფერენციიდან , მათაც გადავდო , რომ  ჩვენი ყოვედღიური რუტინა ახალი იდეებით , აქტივობებით , ღონისძიებებით გავამრავალფეროვნოთ.