5ა კლასის მოსწავლეების მიერ განხორციელებული საკლასო პროექტი

საქართველოს ციხეების თემის განხილვის შემდეგ 5ა კლასის მოსწავლეებმა მომაწოდეს იდეა , რომ დაგვემზადებინა მათთვის საინტერესო ციხე-სიმაგრეების  ე.წ 3D მაკეტები . მოსწავლეებმა საკლასო პროექტზე იმუშავეს 4 დღე . კლასში გამართული პრეზენტაციის შემდეგ გადავწყიტეთ საუკეთესო ნამუშევრები გვეჩვენებინა 9 ა კლასის იმ წარჩინებული მოსწავლეებისთვის , ვინც წლების განმავლობაში მონაწილეობას იღებენ საქალაქო და რესპუბლიკურ კონკურსებში და პროექტებში, რომ მოგვესმინა მათი კრიტიკული მაგრამ რათქმა უნდა მეგობრული რჩევები და მითითებები . 










არა ძალადობას

2015 წ 7 დეკემბერი , რუსთავი USAID-ის ოფისში . სკოლის მოსწავლეებთან ერთად დავესწარით ოჯახური ძალადობის შესახებ დოკუმენტალური ფილმის პრეზენტაციას . ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია . აქტივობა დასრულდა პლაკატის : ,,გააფერადე ნაცრისფერი სამყარო ნარინჯისფრად" შექმნით .






აპრილის დასაწყისში ახალგაზრდა ინიციატორებისა და რუსთავის ახალგაზრდობის ცენტრის მიერ, ბავშვთა უფლებების პოპულარიზაციის მიზნით გამოცხადებულ იქნა მოკლემეტრაჟიანი ფილმების  კლნკურსი. პროექტის კოორდინატორის სტატუსით შევარჩიე სამი ნიჭიერი და აქტიური გოგონა : ხ.პაპიაშვილი, თ.ბეშიძე, თ.ქიმბარიშვილი ,რომ დაეწერათ ფილმისთვის სცენარი. პროექტზე მუშაობის პროცესში გოგონებმა გადაწყვიტეს დახმარება ეთხოვათ ი.გელაშვილისთვის და ა.ღლიღვაშვილისთვის . მთავარი როლისთვის შერჩეული იქნა ე.ჯავახიშვილი .   
                    
                                         . 

                                               

                                                  
ბავშვების გადაწყვეტილებით ფილმის სახელწოდებად შევარჩიეთ
 ,,გარემოების მსხვერპლი"



                                           
19 აპრილს , რუსთავის ცენტრალურ პარკში ღია ცისქვეშ კინოთეატრში გაიმართა საუკეთესო ფილმების ჩვენება და დაჯილდოვება . ჩვენ დავიკავეთ მესამე ადგილი. 




სამოდელო გაკვეთილი ,,ნაპოლეონის ომები"

8ა კლასში ჩავატარე  სამოდელო გაკვეთილი თემაზე ,,ნაპოლეონ ბონაპარტეს ომები" .
გაკვეთილის გეგმა  იხილეთ      მითითებულ  ძნულზე



რუსთავის გამწვანების მორიგი აქცია

2014წლის 15 ნოემბერს გუბერნიის ინიციატივით რუსთავის ცენტრალურ პარკში პედაგოგების მიერ დარგული იქნა 4.000 ნერგი. ამ კეთილ საქმეში  ჩვენი სკოლის  კოლექტივმა დიდი სიამოვნებით და ხალისით მიიღო მონაწილეობა  !




მეც და  ნათლული არ ჩამოვრჩით ქალაქისთვის  მნიშვნელოვან აქრივობას  და ჩვენი წვლილი შევიტანეთ რუსთავის გამწვანების საქმეში !  

პროფორიენტაციის პირველი გაკვეთილი

2014 წლის  4 ნოემბერს  IXბ კლასში ჩატარდა   პროფესიული ორიენტაციის და კარიერის დაგეგმვის რიგით პირველი გაკვეთილი.
 პროფესიული ორიენტაციის და კარიერის დაგეგმვის ამ  გაკვეთილის მიზანი იყო

  •  მოსწავლეებს  გაეცნოთ  პროფორიენტაციის მიზნებს  , 
  •  გაეცნობიერებინათ  მომავალი პროფესიის არჩევნის მნიშვნელობა , 
  • ინდივიდუალურად  მოეხდინათ  პიროვნული მახასიათებლის იდენტიფიცირება ჰოლანდის ტიპოლოგიასთან 
გაკვეთილის მსვლელობის დროს გამოვიყენე შემდეგი აქტივობები :
  • მინი-ლექცია
  • გონებრივი იერიში
  • ჯგუფური მუშაობა
  • პრეზენტაცია 
გაკვეთილზე , სტუმრების სტატუსით , გვესწრებოდნენ : მ.ბერაძე (განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მანდატურის სამსახურის პროფ.ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სამმართველოს ტრენერი )  ი.იჩქიტიძე        ( #20 სკოლის დირექტორი), მ.ჯიმშელაძე(#20 სკოლის სასწავლო ნაწილი )
















ვახტანგ გორგასალი და მისი ეპოქა

2014წ 3 ნოემბერს IXბ კლასში ჩატარდა სამოდელო გაკვეთილი თემაზე ,,ვახტანგ გორგასალი და მისი ეპოქა" . (პორტფოლიოს შესაბამის გვერდებზე იხილეთ გაკვეთილის გეგმა და  სლაიდ შოუ)