სასწავლო ვიზიტი გერმანია-ჰამბურგი

 საქართველოს განათლებისა და ბიზნესის ეროვნული აკადემია

სასწავლო ვიზიტი გერმანია-ჰამბურგი 

კონფერენცია  ,,გერმანული განათლების მოდელი “

რეფლექსია 

სასწავლო ვიზიტის პერიოდი : 2025 წლის 12-15 ივლისი 

სასწავლო ვიზიტის ადგილი : გერმანია- ჰამბურგი

კონფერენციის გამართვის ადგილი :  შტრუნენსეს   გიმნაზია

პროგრამის  ორგანიზატორი: საქართველოს განათლებისა და ბიზნესის ეროვნული აკადემიის ხელმძღვანელი / პროექტის ავტორი - მარი გეთიაშვილი,პრაქტიკული ნაწილი /მომხსენებელი - დარინა ართმელაძე

დელეგაციის  მონაწილე : ნინო ბიძინაშვილი სსიპ ქალაქ რუსთავის #20 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი 


სასწავლო ვიზიტი ჰამბურგში იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი და გამორჩეული პროფესიული გამოცდილება. პროექტი გაჯერებული იყო როგორც აკადემიური, ისე კულტურულ-შემეცნებითი აქტივობებით, რაც მთლიანობაში ქმნიდა მრავალმხრივ სწავლის პროცესს.

ჩვენი ვიზიტი დაიწყო 2025 წლის 12 ივლისს , რადგან გერმანიაში ჩასვლა დაემთხვა კვირა დღეს თავდაპირველად ჩვენ დავათვალიერეთ  ჰამბურგის ღირშესანიშნაობები :  ბრენფოს მუზეუმი, ელდფილარმონია , სენტ მიშელის ეკლესია და ჰამბურგის მუზეუმი. ძალიან ბევრი ახალი და საინტერესო გავიგე ჰამბურგზე და გერმანიაზე , განსაკუთრებით დიდი შთაბეჭდილება დამიტოვა რენესანსის და სიურეალიზმის ეპოქის ცნობილი მხატვრების ნამუშევრებმა . 

2025 წლის 13 ივლისს    ვეწვიეთ   შტრუნენსეს   გიმნაზიას / https://struensee-gymnasium.de/  , სადაც გაიმართა  კონფერენციას თემაზე ,,გერმანული სწავლების მოდელი “ , 

კონფერენციის პირველი მომხსენებელი იყო შტრუნენსის გიმნაზიის  დირექტორმა, ფრანკ ბერენდმა (Frank Berend) წარმოადგინა ვრცელი პრეზენტაცია. გერმანიაში და კერძოდ ჰამბურგის ოლქში არსებულ განათლების მოდელზე . კონფერენციას  ესწრებოდნენ ქართული დელეგაციის წევრები  და გერმანელი მასწავლებლები. 

კონფერენციის შემდეგი მომხსენებელი იყო  საქართველოს განათლებისა და ბიზნესის ეროვნული აკადემიის დირექტორი  - მარიამ გეთიაშვილმა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა ინფორმაცია აკადემიის მიზენბისა და განხორცილებეული პროექტების შესახებ . 

კონფერენციაზე პრაქტიკული ნაწილი გააზიარა ქართველმა პედაგოგმა დარინა ართმელაძემ, რომელიც პარალელურად კონფერენციას სინქრონულად თარგმნიდა.

კონფერენციის შემდეგ   გაიმართა კითხვა- პასუხის სესია ,ჩვენი მხრიდან იყო  დასმული კითხვები შეფასების სისტემაზე , სასკოლო და საქალაქო ღონისძიებების ორგანიზაციის დეტალებზე .  კონფერენციის შემდეგ მასწავლებლები დავესწარით მე-8 კლასის საგაკვეთილო პროცესს  .

2025 წლის 14 ივლისს ჩვენ დავესწარით   მე-10 , მე-11 კლასების   საგაკვეთილო პროცესს, გავეცანით გერმანული საგანმანათლებლო სისტემის სტრუქტურას, პედაგოგიური მიდგომების მრავალფეროვნებასა და სწავლების ტექნოლოგიების ეფექტურ გამოყენებას. განსაკუთრებით საინტერესო იყო მასწავლებელთა და მოსწავლეთა შორის ურთიერთობის მოდელი, რაც გამოირჩეოდა თანასწორობითა და  ურთიერთპატივისცემით. დლეგაციის წევრებს გვქონდა  კითხვების დასმის შესაძლებლობა და გამოცდილების გაცვლა, რაც განსაკუთრებით ღირებული იყო როგორც პროფესიული განვითარებისთვის, ისე ახალი თანამშრომლობების დასაწყებად.

2025 წლის 14 და 15 ივლისს  ასევე გრძელდებოდა ჩვენი კულტურული პროგრამაც . ჩვენ გავისეირნეთ რეპერბანის, Neuer Wall ქუჩებში , ბლუმენის პარკში.საზოგადეობრივ ადგილებში ნანახმა ურთიერთპატივისცემამ, ტოლერანტობამ , კანონისა და წესების მიმართ ნებით მორჩილება კიდევ უფრო გაამყარა  კავშირს ქვეყანასა და მის საგანმანათლებლო სივრცესთან.

ამ ვიზიტმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რამდენად მნიშვნელოვანია მასწავლებელთა საერთაშორისო კავშირები, გამოცდილების გაზიარება და მუდმივი განვითარება. მსგავსი შეხვედრები არამარტო გვთავაზობენ ახალ მეთოდებსა და მიდგომებს, არამედ გვაძლევენ შანსს, შევხედოთ განათლების პროცესს გლობალური პერსპექტივიდან. თითოეული გაცვლილი იდეა, პრაქტიკული მაგალითი ან ერთობლივი დისკუსია ახალ შუქს სცემს ჩვენი პროფესიის ყოველდღიურობას და აღგვძრავს მოტივაციას, ვიყოთ მეტად მოქნილები, კრეატიულები და ინოვაციურები. მიღებული ცოდნა, უნარები და შთაბეჭდილებები აუცილებლად აისახება ჩემს სამომავლო პრაქტიკაში — როგორც სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესებაში, ისე კოლეგებთან თანამშრომლობის გაღრმავებაში ჩემს სკოლაში. 


18.07.2025 წ