განათლების საერთაშორისო სამიტი
ჩატარების თარიღი : 18.11.2023 თემა : ,,რეფორმები და გამოწვევები საერთაშორისო განათლების მიმართულებით ორგანიზატორი/ორგანიზაცია: საგანმანათლებლო ორგანიზაცია Key Consulting
მე დავესწარი კონფერენციას მსმენელის როლში .
კონფერენციის მიზანი : ქართველი და უცხოელი პედაგოგების საინოვაციო მეთოდებისა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარება. მასწავლებელთა პროფესიული და პედაგოგიურ – პრაქტიკული კვლევის უნარ-ჩვევების განვითარება.
კონფერენციის საკითხები :
სწავლების ინოვაციური მეთოდები
- პედაგოგის გამოწვევები და განვითარების შესაძლებლობები
- არასასკოლო აქტივობების როლი სასკოლო ცხოვრებაში
- სკოლებში პროფესიონალური განათლების დანერგვის პროექტის განხილვა
სამიტში მონაწილეობას მიიღებენ ქართული საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელები და ექსპერტები:
ლიკა ოხანაშვილი - ქი ქონსალთინგის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, გლობალური განათლების საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი, ახალგაზრდა ლიდერთა სკოლის დამფუძნებელი და დირექტორი.
შალალა მამადლი - MIE ექსპერტი, ორგანიზაცია IUI-ს დირექტორი აზერბაიჯანში. ტრენერი.
არიფა რასულოვა - ტრენერი, კვლევისა და განვითარების სპეციალისტი., მასწავლებელი აზერბაიჯანიდან. 2002-2003 წელს დაჯილდოებულია USA Awards (ACCELs) „განათლებაში უმაღლესი მიღწევისთვის“
თაი სიბოშვილი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის კოლეჯების კოორდინაციის სამმართველოს წარმომადგენელი. გადაცემა „პროფესიული განათლების ნავიგატორი“ - ავტორი და წამყვანი „DVV International” - მასტერ ტრენერი
ნანა ბურძენიძე - USAID -ის საბაზისო განათლების პროგრამის ტრენერი / ქოუჩი, დაწყებითი საფეხურის საგნობრივი ექსპერტი (ქართული ენა და ლიტერატურა)
მაია ჩიხლაძე - საზოგადოებრივი კოლეჯი „პანაცეა,“ დამფუძნებელი და დირექტორის მოადგილე, ტრენინგ ცენტრის ხელმძღვანელი, საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის დამფუძნებელი.
ლიკა ხარებავა - ბიზნესის, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში.
ანა ანუშიძე - ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საგნობრივი ექსპერტი. ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი.
ნატა ბიჭიკაშვილი - ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის საბუნებისმეტყველო დეპარტამენტის ხელმძღვანელი
კახაბერ ჩაკვეტაძე ისტორიის მენტორი მასწავლებელი,მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებული
რა მომცა ამ კონფერენციამ : გავეცანი სიახლეებს , რომლებსაც აუცილებლად გამოვიყენებ პრაქტიკაში
რას გამოვიყენებ პრაქტიკაში : სწავლების ინოვაციურ მეთოდებს :
არიფა რასულოვას მიერ გაზიარებულ გამოცდილებას ტესტების საშუალებით მოსწავლეების ცოდნისა და უნარების შემოწმებასთან დაკავშირებით
კახაბერ ჩაკვეტაძის მიერ გაზიარებულ მეთოდებს ისტორიის სწავლებასთან დაკავშირებით
მაია ჩიხლაძის არაფორმალური განათლების საინტერესო აქტივობებსა და იდეებს
კონფერენციამ მომცა საშუალება გავცნობოდი წარმატებული, საოცრად შრომისმოყვარე და მოტივირებული პედაგოგის საქმიანობას , მათ მიგნებებს მეთოდიკაში და კვლევით საქმიანობაში . ბევრი იდეა და სტრატეგია ჩავინიშნე და აუცილებლად გამოვიყენებ ჩემ პრაქტიკაში , რომ საგაკვეთილო პროცესი უფრო სახალისო და ნაყოფიერი გავხადო .
განათლების სამინისტორს წარმომადგენლებმა ამომწურავად ისაუბრეს მოსალოდნელ ცვლილებებთან პროფესიონალურ სწავლასთან დაკავშირებით , ხოლო საქართველოს მასშტაბით პოპულარულმა და წარმატებულმა პროფ.სასწავლებლების ხელმძღვანელებმა გაგვიზიარეს ის გამოცდილება , რომელიც უკვე შეიძინეს და სამომავლო პერსპექტივები ჩვენი მოსწავლეებისთვის.
კონფერენციაზე დასწრებამ დადებითად იმოქმედა ჩემ თვითშეფასებაზეც .მოტივირებული, უამრავი საინტერესო იდეით ვუბრუნდები სასწავლო რუტინას .
სკოლაში დაბრუნებისას აუცილებლად გავუზიარებ ახლადშეძენილ ცოდნას ჩემ კოლეგებს და ვეცდები შტაგონების დადებითი მუხტი , რომელიც წამოვიღე კონფერენციიდან , მათაც გადავდო , რომ ჩვენი ყოვედღიური რუტინა ახალი იდეებით , აქტივობებით , ღონისძიებებით გავამრავალფეროვნოთ.