აპრილის დასაწყისში ახალგაზრდა ინიციატორებისა და რუსთავის ახალგაზრდობის ცენტრის მიერ, ბავშვთა უფლებების პოპულარიზაციის მიზნით გამოცხადებულ იქნა მოკლემეტრაჟიანი ფილმების კლნკურსი. პროექტის კოორდინატორის სტატუსით შევარჩიე სამი ნიჭიერი და აქტიური გოგონა : ხ.პაპიაშვილი, თ.ბეშიძე, თ.ქიმბარიშვილი ,რომ დაეწერათ ფილმისთვის სცენარი. პროექტზე მუშაობის პროცესში გოგონებმა გადაწყვიტეს დახმარება ეთხოვათ ი.გელაშვილისთვის და ა.ღლიღვაშვილისთვის . მთავარი როლისთვის შერჩეული იქნა ე.ჯავახიშვილი .
ბავშვების გადაწყვეტილებით ფილმის სახელწოდებად შევარჩიეთ
,,გარემოების მსხვერპლი"
19 აპრილს , რუსთავის ცენტრალურ პარკში ღია ცისქვეშ კინოთეატრში გაიმართა საუკეთესო ფილმების ჩვენება და დაჯილდოვება . ჩვენ დავიკავეთ მესამე ადგილი.