სამოდელო გაკვეთილი ,,ნაპოლეონის ომები"

8ა კლასში ჩავატარე  სამოდელო გაკვეთილი თემაზე ,,ნაპოლეონ ბონაპარტეს ომები" .
გაკვეთილის გეგმა  იხილეთ      მითითებულ  ძნულზე



რუსთავის გამწვანების მორიგი აქცია

2014წლის 15 ნოემბერს გუბერნიის ინიციატივით რუსთავის ცენტრალურ პარკში პედაგოგების მიერ დარგული იქნა 4.000 ნერგი. ამ კეთილ საქმეში  ჩვენი სკოლის  კოლექტივმა დიდი სიამოვნებით და ხალისით მიიღო მონაწილეობა  !




მეც და  ნათლული არ ჩამოვრჩით ქალაქისთვის  მნიშვნელოვან აქრივობას  და ჩვენი წვლილი შევიტანეთ რუსთავის გამწვანების საქმეში !  

პროფორიენტაციის პირველი გაკვეთილი

2014 წლის  4 ნოემბერს  IXბ კლასში ჩატარდა   პროფესიული ორიენტაციის და კარიერის დაგეგმვის რიგით პირველი გაკვეთილი.
 პროფესიული ორიენტაციის და კარიერის დაგეგმვის ამ  გაკვეთილის მიზანი იყო

  •  მოსწავლეებს  გაეცნოთ  პროფორიენტაციის მიზნებს  , 
  •  გაეცნობიერებინათ  მომავალი პროფესიის არჩევნის მნიშვნელობა , 
  • ინდივიდუალურად  მოეხდინათ  პიროვნული მახასიათებლის იდენტიფიცირება ჰოლანდის ტიპოლოგიასთან 
გაკვეთილის მსვლელობის დროს გამოვიყენე შემდეგი აქტივობები :
  • მინი-ლექცია
  • გონებრივი იერიში
  • ჯგუფური მუშაობა
  • პრეზენტაცია 
გაკვეთილზე , სტუმრების სტატუსით , გვესწრებოდნენ : მ.ბერაძე (განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მანდატურის სამსახურის პროფ.ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სამმართველოს ტრენერი )  ი.იჩქიტიძე        ( #20 სკოლის დირექტორი), მ.ჯიმშელაძე(#20 სკოლის სასწავლო ნაწილი )
















ვახტანგ გორგასალი და მისი ეპოქა

2014წ 3 ნოემბერს IXბ კლასში ჩატარდა სამოდელო გაკვეთილი თემაზე ,,ვახტანგ გორგასალი და მისი ეპოქა" . (პორტფოლიოს შესაბამის გვერდებზე იხილეთ გაკვეთილის გეგმა და  სლაიდ შოუ)









პროფესიული ორიენტაცია და კარიერული დაგეგმვა

2014 წლის 9-10 ოქტომბერს მე-20 სკოლის მეცხრე კლასების დამრიგებლები : მე, ქეთინო მამულაშვილი და გალინა აბულაძე  დავესწარით  ტრენინგს ,,პროფესიული ორიენტაცია და კარიერული დაგეგმვა" ( ტრენერი მზექალა ბერაძე) რომლის მიზანი იყო შეგვეძინა ცოდნა როგორ დავეხმაროთ 9-10 კლასის მოსწავლეებს საკუთარი მიდრეკილებების , ინტერესების, შესაძლებლობების , ღირებულებების თუ განვითარების პერსპექტივების გათვალისწინებით მაქსიმალურად სწორად აირჩიოს პროფესია.
ჩვენ განვიხილეთ ძალიან საინტერესო თეორიული მასალა და  შევასრულეთ  სხვადასხვა ტიპის თემატური აქტივობები . ტრენინგის დასასრულს  შევაჯამეთ ახლადშეძენილი ცოდნა ტესტზე მუშაობით.





დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქ-ნ მზექალას  საინტერესო და  ნაყოფიერი  ტრენინგისთვის !

2014-2015 სასწავლო წლის პირველ სემესტრში ჩასატარებელი სამოდელო გაკვეთილების სავარაუდო განრიგი

9ბ კლასში - ვახტანგ გორგასალი და მისი ეპოქა / 2014 წ ოქრომბერი
აქტივობების მოკლე აღწერა:

  • მოსწავლეები გაეცნობიან და გაანალიზებენ ვახტანგ გორგასლის პოლიტიკურ მოღვაწეობას და იმ სოც-კულტურულ ცვლილებებს , რომელიც მოხდა მისი მეფობის დროს საქართველოში 
  • განუვითარდებათ რუკაზე , წყაროებზე მუშაობის უნარი 

8ა კლასი - ნაპოლეონ ბონოპარტის ომებო / 2014 წლის ნოემბერი

  • მოსწავლეები შეისწავლიან ნაპოლეონ ბონოპარტის ძირითად ბრძოლებს 
  • გაანალიზებენ ნაპოლეონის წარმატება/წარუმატებლობის მიზეზებს
  • იმსჯელებენ ნაპოლეონის მმართველობის შედეგებზე საფრანგეთისთვის/ მსოფლიოსთვის
  • განუვითარდებათ რუკაზე, წყაროებზე მუშაობის უნარი 
  • განუვითარდებათ დისკუსიის წარმართვის უნარი


2014 წლის 27 სექტემბერი რუსთავში

რუსთავში დღეს საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას და აფხაზეთის ომში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს. საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმა, რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ, საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძემ, ქალაქის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა ჟიული შარტავას მემორიალი გვირგვინებით შეამკეს. 
"თითოეული ქართველისათვის, ეს არის დღე, რომელიც ტრაგიზმითაა აღსავსე. დღეს რუსთავში, ჟიული შარტავას მემორიალთან ვართ, ეს კაცი იყო ნამდვილი გმირი, რომელმაც დაიცვა ქართული სახელმწიფოებრიობა საკუთარი სიცოცხლის ფასად. ჩვენ დღეს მოვედით და ჟიული შარტავას ხსოვნას პატივი მივაგეთ და ამით პატივი მივაგეთ ყველას, ვინც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაიღუპა," - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა. 

 მე და ჩემი სადამრიგებლოს მოსწავლეები : სალომე ურიადმყოფელი , ანა ბადალიანი, ლუკა მალუტაშვილი. ლიკა ნებიერიძე, საბა გაფრინდაშვილი და დაჩი გილიგაშვილი  დავესწარით ღონისძიებას , რომელიც რუსთავის ჟიული შარატავას სახელობის მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით გაიმართა.



27 სექტემბრისადმი მიძღვნილი პრეზენტაცია

27 სექტემბერს საქართველოში აღინიშნება ორი მნიშვნელოვანი თარიღი : 
ერთი რელიგიურია - ჯვართამაღლების ბრწყინვალე დღესასწაული 
მეორე საერო , ტკივილით აღსავსე - სოხუმის დაცემის დღე 
 1992-1993 წლებში აფხაზეთის სეპარატისტულმა რეჟიმმა რუსეთის რეგულარული ჯარის დახმარებით 300 ათასზე მეტი აფხაზეთის ადგილობრივი მკვიდრი განდევნა მშობლიური მხარიდან, ათასობით უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლე კი წამებით გამოასალმა სიცოცხლეს. აფხაზეთის ომს უამრავი მამულიშვილი, გმირი მეომარი შეეწირა, მათ შორის  არის საქართველოს ეროვნული გმირი -ჟიული შარტავა .
 26 სექტემბერს , საზოგადოებრივი კათედრის ორგანიზაციით , #20 საჯარო სკოლაში ამ თემებზე ჩატარდა   პრეზენტაცია . მე დამევალა პრეზენტაციისთვის მასალების მოძიება , სლაიდ შოუს შექმნა და პრეზენტაციის გამართვა  . პრეზენტაციას ესწრებოდნენ  მე-5, მე-6, მე-7, მე-9 , მე-10 და მე-12 კლასის მოსწავლეები 


პრეზენტაციის დასასრულს დამსწრე საზოგადოებას თემატური ლექსები წაუკითხა 11 ა კლასის მოსწავლე : დავით კეკელიამ 

კიდევ ერთი სერტიფიკატი

2014-2015 სასწავლო წელს ვიწყებ სასიხარულო წინსვლით პროფესიულ საქმიანობაში . 2014 წლის 8-12 აგვისტოს გავედი და ჩავაბარე უცხო ენის (რუსული) გამოცდა !


საქალაქო კონფერენცია ,, პოზიცია -მედალი"

28.03.2014  ჩვენ სკოლაში , რუსთავის მოსწავლეთა თვითმართველობების გაერთიანების ხელმძღვანელობით ჩატარდა კონფერენცია ,, პოზიცია-მედალი" .


კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ქალაქის 9 სკოლამ : #3,#5,#10,#12,#18,#20,#25,#28 და კერძო სკოლამ ,,ჩირაღდანმა"  თვითოეულ სკოლას ჰქონდა დამუშავებული საქართველოსთვის აქტუალური და პრობლემატური თემა (შოუ ბიზნესი საქართველოში; კავკასიის როლი მსოფლიოში; რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები 21 საუკუნეში; საქართველო და ნატო; ეკოლოგია საქართველოში; გენდერული თანასწორობა ) .მე-20 სკოლას წარმოადგენდნენ : ნათია თავდუმაძე, ანა კორინთელი, ანა თაყაძე თემით ,,რელიგია და საზოგადოება "

 თემაზე მუშაობის   დროს გოგონებმა მომმართეს კონსულტაციისთვის , ყურადღებით მოისმინეს და გაითვალისწინეს ჩემი რჩევები და დეტალურად გაეცნენ იმ მასალას რომელიც მივაწოდე 

. კონპეტენტურმა ჟიურიმ კორექტულად შეაფასა მოსწავლეთა ნაშრომები, მისცა პრაქტიკული რჩევები და დაასახელა საუკეთესო გუნდები .
 კონფერენციაში მონაწილე ყველა გუნდს გადაეცა სერტიფიკატი და სამახსოვრო საჩუქარი 



.როგორც ჩვენი ლამაზი და ნიჭიერი გოგონების კონსულტანტი მასწავლებელი ძალიან კმაყოფილი ვარ მათი მიზანდასახულობით და შრომისუნარიანობით . სწორედ ასეთი  აქტიური პოზიციის მქონე მოსწავლეები  უბრუნებთ და აძლიერებენ მასწავლებლებს პროფესიის მიმართ ხალისს !