გახსოვდეთ ტაო-კლარჯეთი

6 დეკემბერს  რუსთავის #20 საჯარო სკოლაში ჩემი  ინიციატივით მე -5 კლასელებს შორის  ჩატარდა ინელექტუალური კონკურსი სახელწოდებით ,,გახსოვდეთ ტაო - კლარჯეთი".
კონკურსის დასაწყისში 5ბ კლასის მოსწავლეებმა შესთავაზეს დამსწრე საზოგადოებას მცირე ლირიული შესავალი , რომლის მიზანი იყო მაყურებლებისთვის ემოციური განწყობილების შექმნა .

მოსწავლეებმა წმინდა ილია მართლის , წმინდა დავით მეფსალმუნისა და სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის გამონათქვამებზე დაყრდნობით ისაუბრეს ქართველი ერის დიდებულ წარსულზე, ჩვენი წინაპრების ღვაწლზე, ჩვენ მოვალეობებზე ერისა და წინაპრების წინაშე. დასკვნის სახით მათ წარუდგინეს დამსწრე საზოგადოებას ვიდეო კლიპი ,,ტაო კლარჯეთი ჩვენი ტკივილი და სიამაყე " , რომელმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მაყურებელზე.
კონკურსში მონაწილეობას იღებდნენ 5ა (გუნდი ,,სამება"), 5ბ (გუნდი ,,სვეტიცხოველი")5გ (გუნდი ,,ტაო" ) კლასების მოსწავლეები.

 კონკურსის ფარგლებში მოსწავლეებმა შეასრულეს ოთხი დავალება :
  •   მუშაობა რუკაზე
  • ისტორიული ცხრილების შევსება
  • ტაძრის გამოცნობა ფოტო სურათის მიხედვით
  • და კენჭისყრით შერჩეული ტაო - კლარჯეთის ერთერთი ტაძრის პრეზენტაცია.  
პირველ ორ კონკურსში ყველა ჯგუფმა მოაგროვა ქულათა თანაარი რაოდენობა, მესამე კონკურსში დაწინაურდნენ გუნდები ,,სამება "(5ა კლ ) და ,,ტაო" (5გ კლ ), ხოლო მეოთხე კონკურსმა გამოავლინა გამარჯვებული გუნდი - ,,ტაო" (5გ კლ)
გამარჯვებული გუნდი სკოლის დირექციისგან დაჯილდოვდა ექსკურსიით თბილისში, ჯანაშიას სახელობის მუზეუმში (ოქროს ფონდი).
 კონკურსის საპატიო სტუმარი იყო დეკანოზი მიქაელი (ჭაბაშვილი), რუსთავის ხარების სახელობის ეკლესიის წინამძღვარი.
 5ბ კლასის გუნდის წევრები განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით მამა მიქაელს გამხნევებისთვის !!!
ასევე მადლობას ვუხდით 9ა კლასის მოსწავლეს : გიორგი ლაბაძეს და 6ბ კლასის მოცეკვავეებს და ,რომლებმაც ჩვენი კონკურსი გაალამაზეს ქართული ცეკვებით !