ექსკურშია ს. ჯანაშიას სახელობის მუზეუმში


2009 წლის 14 თებერვალს 6ა და 6 ბ კლასის მოსწავლეებმა დამპატიჟეს ექსკურსიაზე ს.ჯანაშიას სახ.მუზეუმში. უღრმეს მადლობას ვუხდი ბავშვებს და მათ დამრიგებლებს: ე. მამუკელაშვილს და თ.ირემაშვილს, იმისთვის რომ მაჩუქეს ბედნიერება ვზიარებულიყავი ანჩისხატის, ხახულის, აწყურის და სხვა, მუზეუმში დაცული სასწაულთმოქმედი ხატების მადლს!

ექსკურსიის ამსახველი ფოტო მასალა იხილეთ: http://picasaweb.google.com/bidzinashvili.nino/DnhhnH?feat=directlink

სამოდელო გაკვეთილი ,, ვირტუალური მოგზაურობა გელათში”







2009 წლის 9 თებერვალს მე-4ა კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი ,,ვირტუალური მოგზაურობა გელათში” ნინო ჯიმშელაძის მოსწავლეები გამოამჟღავნეს ცოდნა დავით აღმაშენებლის პიროვნების / მოღვაწეობის და საქართველოს მხარეების შესახებ , განიხილეს გელათის სამონასტრო კომპლექსში შემავალ ეკლესია-ნაგებობებს, დაამზადეს მონასტრის მაკეტი და ისწავლეს წმინდა კეთილმსახური მეფე დავითისადმი საქებ სადიდებელი ლოცვა.
ფოტო მასალა იხილეhttp://picasaweb.google.com/bidzinashvili.nino/4#



წარმატებული პროექტის ტკბილი ნაყოფი


განათლების სამინისტრომ გადმოურიცხა გუნდურ-ინტეგრირებული პროექტების კონკურსში გამარჯვებულ გუნდებს ფულადი პრიზები. რადგან ჩვენ დავიკავეთ მესამე ადგილი დავჯილდოვდით 200 ლარის ოდენობის თანხით